გრეის ელიზაბეთი დედა გახდა - როგორ შეცვალა ორსულობამ მოდელის სილამაზის ხედვა

მოდელი გრეის ელისაბეთი და მისი მეუღლე ნიკოლას კრაუსი მშობლები გახდნენ, წყვილს პირველი შვილი შეეძინა და ეს ინფორმაცია გარკვეული დროის განმავლობაში საიდუმლოდ დატოვა, ხოლო როდესაც გრეისი და ნიკოლასი მიხვდნენ, რომ მზად იყვნენ საზოგადოებისთვის მათი შვილი გაეცნოთ, საიდუმლო Victoria's Secret-ის სარეკლამო რგოლით გაგვანეს.

Victoria's Secret-ის დედების დღისადმი მიძღვნილ რგოლში, გრეის ელიზაბეთმა ჯინსის შარვლით, შავი ბუსჰალტერით და წამოზრდილი მუცლით იპოზიორა. გრეისმა პირველი შვილის სქესი და სახელიც გაუმხილა საზოგადოებას:

„ჩვენს პატარა ბიჭს სამყაროს დღეს გავაცნობთ, გაიცანით ნოა“

„მშობიარობის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ შევინახე, რადგან მზად არ ვიყავი მისი სამყაროსთვის წარდგენისთვის, ნოა ჩემი საუკეთესოდ შენახული საიდუმლოა. მე და ჩემს მეუღლეს გვსურდა ამ ძვირფასი წუთების ბოლომდე შეგრძნება და ჩვენი ახალდაბადებული პატარასთვის საკმარისი სიყვარულისა და მზრუნველობის გაზიარება“.

გრეისისა და ნიკოლას ოჯახში პატარა წევრის გამოჩენამ, ახალბედა მშობლების ცხოვრება თავდაყირა დააყენა, გარდა უსაზღვრო სიყვარულისა, რომელიც ნოამ თავისი გამოჩენით წყვილის ოჯახში შეიტანა, მან გრეისის თვალით დანახული სილამაზის აღქმა სრულიად შეცვალა.

სილამაზე, ეს არის ძალა და უნარი და ის უპირველესად სიყვარულია, სიყვარული, რომელსაც ჩემი სხეულის მიმართ მშობიარობამდე და მის შემდეგ ვგრძნობდი

 „ცვლილებემა, რომლებიც ჩემმა სხეულმა და კანმა განიცადეს ორსულობის პერიოდში, რადიკალურად შემიცვალა წარმოდგენა სილამაზეზე. მქონდა სასოწარკვეთის მომენტები, როდესაც ტანსაცმელს ვერ ვირგებდი, სხეულზე სტრიებს აღმოვაჩენდი ან ჩაშავებებს, თუმცა ახლა, როდესაც ჩემს შვილს თვალებში ვუყურებ ვხვდები - ესაა ყველაზე დიდი მსხვერპლი სილამაზისთვის“.

თუ კი ახალბედა დედა ხართ, იყავით გამგები და მომთმენი, ნელნელა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და თქვენ თავს იდეალურად ართმევთ.

ზევით