#მოდა

Gucci-მ გვინეტ პელტროუს საკულტო წითელი ორეული გააცოცხლა

გაზიარება:

Gucci 100 წლისაა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ გუშინ საღამოს ახალი კოლექცია წარადგინა, რომელმაც უკვე დაიმსახურა მოდის ინდუსტრიის მოყვარულთა თუ კრიტიკოსთა საერთაშორისო აღიარება. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენების განმავლობაში Gucci x Balenciaga კოლაბორაციაც შედგა და ამ ორი ავთენტური ბრენდის გადაკვეთა იმაზე ჯადოსნური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა.

„საუკუნის აღნიშვნა წარსულის საკეტების გახსნისა და საწყისთან დაბრუნების იდეალურ შესაძლებლობას იძლევა“ - განაცხადა მიკელემ

ორი დიდი ბრენდის კოლაბორაციის და დამსახურებული აპლოდისმენტების გარდა, ალესანდრო მიკელემ გადაწყვიტა Gucci-ს იუბილე საკულტო ერთეულის გაცოცხლებითაც აღენიშნა და ამისთვის გვინეტ პელტროუს წითელი ხავერდის ორეული გამოიყენა, რომელიც იტალიური ბრენდისთვის ათწლეულების წინ მისმა კრეატიულმა დირექტორმა რომ ფორდმა შექმნა. მსახიობს კოსტუმი 1996 წელს VMA-ს წითელ ხალიჩაზე ემოსა, აგერ უკვე 25 წლის შემდეგ კი ალესანდრო მიკელემ მას ახალი სიცოცხლე შთაბერა და მაღალი წელითა და პიჯაკის ფართე მხრებით შემოგვთავაზა.

2019 წელს ტომ ფორდმა, 1996 წელს Gucci-სთვის შექმნილი საკულტო ნამუშევარი საკუთარი ბრენდის სახელის ქვეშ გააცოცხლა.

ზევით