გვინეტ პელტროუ კოსმეტოლოგიური ინექციების შესახებ: „გადაშლილი წიგნი ვარ“

ასაკის მატების, კანის დაბერებისა და პლასტიკური ჩარევების შესახებ ცნობილი ქალებისთვის ღიად საუბარი საკმაოდ რთული პროცესია, 2021 წელსაც კი A lister-ებისთვის ეს თემები ტაბუდადებულია. საბედნიეროდ, არსებობენ სელებრითებიც, რომლებიც საკითხისადმი უფრო რაციონალურ მიდგომას ირჩევენ და საჯაროდ საუბრობენ იმ მსხვერპლის შესახებ, რომელსაც სილამაზისთვის იღებენ.

ძალიან ბევრი წარმატებული ქალი ჰოლივუდში მიიჩნევს, რომ საკმარისად კარგი არაა რაღაცისთვის, ამ დროს საკუთარ თავებს საპირისპირო უნდა დავუმტკიცოთ

ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ადამიანი გვინეტ პელტროუ გახლავთ, 48 წლის ლამაზმანი შეუდარებელ ფორმაშია და ნამდვილად თვალისმომჭრელად გამოიყურება, თუმცა საკუთარ სილამაზეს წარმოუდგენელ გენებს არ მიაწერს და ღიად საუბრობს კოსმეტოლოგიური ჩარევების შესახებ: „ინექციებზე ხმამაღლა საუბარი, საკუთარი დაუცველობის შესახებ საუბარს ჰგავს. ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ეს ყოველივე სისუსტედ მიიჩნევა, ინექციების გარშემოც კი უამრავი სტიგმა არსებობს“.

გვინეტ პელტროუ არა მხოლოდ აცხადებს, რომ კოსმეტოლოგიურ ინექციებს მიმართავს, არამედ ერთ-ერთი მათგანის სახედაც კი გვევლინება. მსახიობი, Xeomin-ის ახალი სახეა და FDA-ის მიერ რეკომენდებულ ნაოჭსაწინააღმდეგო ინექციებს უწევს პოპულარიზაციას.

ვფიქრობ სასიამოვნოა, როდესაც ქალები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ, პლასტიკური ქირურგიისა და ფილერების გაკეთება ხომ სირცხვილთან ასოცირდება

„როდესაც 40 წლის გავხდი საშუალო ასაკის კრიზისს ჩავხედე თვალებში და ექიმის სანახავად წავედი, ეს სრულიად კოშმარული გამოცდილება იყო. დიდი ხნის განმავლობაში სხვა არაფერზე ვიყავი ასეთი კონცენტრირებული და ბოლოს შუბლი სრულიად გაყინული მქონდა, მე საკუთარ თავს აღარ ვგავდი.“

გვინეტი აცხადებს, რომ Xeomin-ის სპეციალისტთან შეხვედრის შემდეგ მისი სახე ბევრად ბუნებრივად გამოიყურება და იმედოვნებს, რომ დაბერების თემა ახალი თაობის დამსახურებით ტაბუდადებული აღარ იქნება.

ზევით