უსაზღვრო სილამაზე: ჰეილი ბიბერი დედასთან ერთად სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს

სუპერმოდელი ჰეილი ბიბერი კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების ბრენდ bareMinerals-ის ამბასადორი გახლავთ. როგორც ბრენდის წარმომადგენელი, ჰეილი, ხშირად იღებს მონაწილეობას bareMinerals-ის კამპანიებში, თუმცა ამჯერად ბიბერი ბრენდის სარეკლამო ვიდეორგოლში დედასთან, 53 წლის კენია ბოლდუინთან ერთად გამოჩნდა.

ჰეილი ბიბერმა სარეკლამო კამპანიის ფოტო საკუთან Instagram გვერდზე გამოაქვეყნა წარწერით:

როგორი ლამაზია დედაჩემი? კამპანია კანის მოვლის საშუალებების ახალ ხაზს ეძღვენება - რეტინოლით, რომელიც მეც და დედამაც დავტესტეთ და შევიყვარეთ.

 

 

კოსმეტიკური ბრენდი bareMinerals ბაზარზე 1995 წელს გამოჩნდა და მაშინვე მოახერხა ყველას გულის მოგება. ბრენდის პოლიტიკა საკმაოდ მარტივ პრინციპს ეფუძნება, პროდუქტებში გამოიყენებულია დედამიწაზე არსებული მხოლოდ ბუნებრივი მინერალები, ეს კი bareMinerals 100%-ით ვეგანურსა და Cruelty free-ს ხდის. ახალი ხაზს, რომლის სახეებიც ჰეილი და კენია გახდნენ, Ageless ეწოდება და მისი მთავარი სიმდიდრე ფიტო-რეტინოლია.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by bareMinerals (@bareminerals)

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა სიახლე იმის შესახებ, რომ სუპერმოდელი საკუთარი კოსმეტიკური ხაზის გამოშვებას იწყებს. Rhode - ასე ერქმევა ახალ ბიუთი ბრენდს, რომელიც ჰეილის მეორე სახელიც გახლავთ. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოჩნდება Rhode ბაზარზე, თუმცა დანამდვილებით ვიცით ის ფაქტი, რომ სუპერმოდელის ხაზში გაერთიანებული იქნება აბაზანისა და საშხაპე საშუალებები, სხვადასხვა საცხები, კოსმეტიკა, მაკიაჟი, სუნამოები, აგრეთვე თმისა და სახის მოვლის საშუალებები.

ზევით