#ცნობილები #მოდა

ჰეილი ბიბერის საგაზაფხულო ჩაცმულობა სეზონის მთავარი ჰიტია

გაზიარება:

არავის წარმოგვედგინა, რომ ნეონის მწვანე პიჯაკი გვჭირდებოდა მანამ, სანამ ის ჰეილი ბიბერზე ჩაცმული არ დავინახეთ. გუშინ, პაპარაცებმა ჰეილი ბიზნეს შეხვედრიდან გამოსული ბევერლი ჰილზის ქუჩებში დააფიქსირეს, მოდელი კი უბრალოდ თვალისმომჭრელად გაოიყურებოდა. 

ჰეილი ბიბერმა ლაქშერი ბრენდის  Kwaidan Editions-ის მწვანე ნეონის პიჯაკი EB Denim-ის ჯინსის შორტებთან და Totême-ს თეთრ ზედატანთან ერთად მოირგო.

ფერების შეხამების დიდოსტატებმა, ჰეილი ბიბერმა და მისმა სტილისტმა მეივ რაილიმ მოდელის საგაზაფხულო ჩაცმულობას კიდევ უფრო მეტი ნეონის აქსესუარი შემატეს და ლუქს Bottega Veneta-ს მწვანე ფეხსაცმელი დაამატეს, ოქროსფერს საყურეებთან, ხელსაბამთან და მზის სათვალესთან ერთად.

ჰეილი ბიბერის ერთი შეხედვით ყოველდღიური სტილის სადა ჩაცმულობა 20 ათასი დოლარის ღირებულების გახლავთ, თუმცა რასაკვირველია მისი გადაკეთება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მთავარი ატრიბუტი ხომ პიჯაკია.

Ramona Green Flash Blazer 

 

ყიდვა 

ზევით