#ცნობილები #კინო #მოდა

იპოვეთ 5 განსხვავება: ცნობილი დედა-შვილების საოცარი მსგავსება

გაზიარება:

სისხლით ნათესავების, განსაკუთრებით კი დედა-შვილების მსგავსება საკმაოდ ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა განა ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალიშვილები დედებს გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან? დღეს, სწორედ ტყუპი დედა-შვილების შესახებ გიამბობთ.

ჯიჯი და იოლანდა ჰადიდები

57 წლის იოლანდა ჰადიდის ფოტოებს თუ თვალს გადაავლებთ, მიხვდებით, რომ მისი ვიზუალი და ასაკი სერიოზულ კონტრასტში არიან ერთმანეთთან. ჯიჯის ასაკში იოლანდა ფოტომოდელად მუშაობდა და საკმაოდ წარმატებული კარიერაც ჰქონდა. ფოტო, რომელზეც დედა-შვილი ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან ერთსა და იმავე ასაკში, კარგად ჩანს მათ შორის მსგავსება, არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ გემოვნებისაც კი.

ავა ფილიპი და რიზ უიზერსპუნი

ავასა და რიზის საოცარი მსგავსების შესახებ ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როდესაც გოგონა საოცრად პატარა გახლდათ. წლების მატებასთან ერთად, მსგავსება მხოლოდ იზრდება, დღეს 21 წლის ავა, რომელიც სამოდელო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს, საოცრად ჰგავს იმ რიზს, რომელიც ამ ასაკშივე იწყებდა საკუთარი ცხოვრების მოწყობას.

კაია გერბერი და სინდი კროუფორდი

კაიას მომნუსხველი გარეგნობა და საოცრად ინდივიდუალური სტილი აქვს, თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ გოგონა დედას, სინდი კროუფორდს ძალიან ჰგავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სინდის მსგავს ვარცხნილობას ატარებს 1990-იანი წლებიდან.

ზოი კრავიცი და ლიზა ბონე

სახის მოყვანილობა, თვალის ჭრილი, ტუჩები - საოცარია, როგორ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ზოი და ლიზა. მსახიობი დედას მადლობას  არა მხოლოდ ამ გენებისთვის, არამედ იმისთვისაც უხდის, რომ ამ სილამაზის სწორად მოვლა ასწავლა.

მახსოვს, თინეიჯერობის პერიოდში შემეძლო წვეულებიდან სახლში დავბრუნებულიყავი და დამეძინა. დედა კი მაღვიძებდა და მაკიაჟის მოშორებას მაიძულებდა.

ლილი როუზ დეპი და ვანესა პარადი

21 წლის ლილი დედას არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ ხასიათითაც საოცრად ჰგავს. ულამაზესი გოგონა დედის მსგავსად არ უშინდება თამამი სცენებსა თუ ფოტოსესიებში მონაწილეობას და ვანესას მსგავსად კარიერას კინოში იწყობს.

ზევით