ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან დაშორებასა და ქალიშვილის აღზრდაზე ალაპარაკდა

სუპერმოდელი ირინა შეიკი, ყველაზე გავლენიან გამოცემებსაც კი იშვიათად აძლევს ინტერვიუს და კიდევ უფრო იშვიათად საუბრობს საკუთარ პირად ცხოვრებაზე. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ისეთი კარჩაკეტილი ცხოვრების მქონე მოდელი, როგორიც ირინაა, საკუთარ ცხოვრებაზე იწყებს საუბარს. 

irina shayk

ჩემი წარსული ურთიერთობები - ეს მხოლოდ მე მეკუთვნის და ის პირადულია. ეს ყველაფერი ჩემი ნაწილია და მისი გაზიარება სხვისთვის არ მიყვარს.

irina shayk

გამოცემა Elle-ს მარტის ქავერ სთორის მთავარი გმირი, ყოფილ მეუღლესთან, ბრედლი კუპერთან დაშორებაზე და მათი საერთო ქალიშვილის, 4 წლის ლეა კუპერის აღზრდაზე ალაპარაკდა. ირინამ აღიარა, რომ მას და ბრედლის, განქორწინების შემდეგაც  მეგობრული ურთიერთობა აქვთ შენარჩუნებული. სუპერმოდელმა ისიც განმარტა, რომ მას თანააღზრდის მეთოდის არასდროს სწამდა.

irina shayk

ბრედლი არაჩვეულებრივი მამაა!  თანააღზრდის არ მწამს, როდესაც ლეა ჩემთანაა მე 100%-ით დედა ვარ, ხოლო როდესაც ბრედლისთან ის ხდება 100%-ით მამა.

irina shayk

როგორც აღმოჩნდა, ირინა შეიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს რას წერენ მასზე ტაბლოიდები თუ გავლენიანი გამოცემები, სუპერმოდელისთვის მხოლოდ ქალიშვილსა და მის საქმეს აქვთ მნიშვნელობა.

ძალიან დაკავებული ვარ დედობით, თუ კი მათ სურთ, რომ ჩემზე წერონ  დაე წერონ, ისინი ხომ თავიანთ საქმეს აკეთებენ. მე ჩემს ცხოვრებასა და მეგობრებზე ვარ ორიენტირებული, დანარჩენი უბრალოდ ხმაურია.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი, რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ, 2019 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, საკმაოდ მშვიდად და უმტკივნეულოდ. მათ საერთო ქალიშვილი - 4 წლის ლეა კუპერი ჰყავთ.

ზევით