ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ნიუ-იორკში ერთად დააფიქსირეს

პაპარაცების ყურადღების მიღმა არაფერი რჩება, არც ნიუ-იორკში ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერი შეხვედრა გამოპარვიათ ფოტოგრაფების ობიექტივებს. გუშინ დილას, ნიუ-იორკის ქუჩებში, ცისფერი ჰუდით, ტყავის ქურთუკითა და მუქი ჯინსის შარვლით მოსეირნე რუს სუპერმოდელს კომპანიონობა მისმა ყოფილა მეუღლემ გაუწია.

Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილის საჭესთან ბრედლი კუპერი ყავისფერი მოსაცმლით იწონებდა თავს. ირინა და ბრედლი პაპარაცების თვალთახედვას მალევე მოეფარნენ და დიალოგი პრივატულ ადგილას გამართეს.როგორც  Entertainment Tonight-თან საუბრისას სანდო წყარომ განმარტა, სუპერმოდელსა და მსახიობს განქორწინების შემდეგ საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვთ შენარჩუნებული.

მათი, როგორც მშობლების რუტინა წინასწარაა გაწერილი და ირინა და ბრედლიც დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს.

2019 წელს, საკმაოდ მარტივი და უმტკივნეულო განშორების შემდეგ, ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ერთად ხილვა ყოველთვის დიდი მოვლენაა. მართალია, ირინა და ბრედლი საერთო ქალიშვილს ლეა კუპერს ზრდიან და ხშირადაც ურთიერთობენ, თუმცა მათ ერთგულ გულშემატკივრებს მაინც რჩებათ იმედი, რომ ვარსკვლავურ წყვილს კვლავ ერთად იხილავენ.

ზევით