ირინა შეიკმა ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა #ShaykxTamara

ძლიერი, თავდაჯერებული ქალების შთაგონებითა და თამარა მელონის პიროვნული ისტორიით ინსპირაციით, ირინა შეიკმა ფეხსაცმლის პირველი ხაზი გამოუშვა. ვეგანური ტყავის მასალისგან შექმნილი კოლექცია მინიმალისტური სტილით, დახვეწილი დიზაინითა და კომფორტის შეგრძნებით გამოირჩევა.

პირველი კოლექციის შთაგონებაზე

ვფიქრობ ნებისმიერი ქალი შთამაგონებს, ძლიერი ქალები, ძირითადად კი შთაგონებას ჩემი ოჯახის წევრებისგან - დედისგან და ბებიისგან ვიღებ. როდესაც თამარა მელონმა კოლაბორაცია შემომთავაზა, მისი წარსულის შესახებ მეტის გაგება მომინდა და გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ მისი ისტორია ჩემთვის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა. თანამშრომლობაზე უარის თქმა უბრალოდ აღარ შემეძლო, თამარა ხომ ქალია, რომელიც გარშემომყოფებს სიძლიერეს მატებს.

საყვარელი ფეხსაცმლის წყვილი კოლექციიდან

კოლექციიდან, ჩემი საყვარელი ფეხსაცმლის წყვილი კრემისფერი ჩექმებია, მისი ტყავი საოცრად რბილია, რაც ფეხსაცმელს კომფორტულს და სასიამოვნოდ სატარებელს ხდის. შარშან ზაფხულში აღმოვაჩინე, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ჩექმები მეცვა, ისინი საოცრად პრაქტიკულია, თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის შემოდგომა/ზამთართან ასოცირდება, სწორედ ამიტომ მე ზაფხულის ჩექმების შექმნა გადავწყვიტე, ღია ფერში.

პირადი სტილი

შესაძლოა, ის მარტივი და სახალისოთი დახასიათდეს, ზოგჯერ უბრალოდ მინიმალისტურად მიყვარს ჩაცმა, ზოგჯერ კი გასართობად. პრინტები არ მიყვარდა და მათ არ ვეკარებოდი, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯერემი სკოტის Moschino-სთვის ვიპოზიორე, ეს ფერები და პრინტები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ზევით