#ცნობილები #მოდა

IT GIRL: ირინა შეიკის ნიუ-იორკული სტილი ერთ ფერში

გაზიარება:

მდოგვისფერი 2021 წლის ტრენდების მთავარ ფერებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ამ ფერში შეხვდებით ყველაფერს, მოსაცმელებითა და ფეხსაცმელებით დაწყებული, აქსესუარებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ახალი ტრენდს პირველები საკუთარ თავზე ცნობილი ადამიანები ცდიან. გასულ კვირას, ნიუ-იორკის ქუჩებში, სუპერმოდელი ირინა შეიკი გამოჩნა.

ირინა შეიკმა არჩევანი საყვარელი უკრაინული ბრენდის Olēnich-ის მდოგვისფერ, ღუნღულა მოსაცმელზე გააკეთა, რომელსაც ამავე ფერის ხელჩანთა შეუხამა. მდოგვისფერთან კონტრასტში ირინამ, შავი ფერი გამოიყენა და Intimissimi-ს ლეგინგსები, საყვარელი Schutz Moly-ს ტყავის ბოტები, კეპი, პირბადე და სათვალე მოირგო შავ ფერებში.

მდოგვისფერი სამოსი თავისი უნივერსალურობით გამოირჩევა, ის შეგიძლიათ ჩაიცვათ ყველფან, როგორც ოფისში, აგრეთვე ყოველდღიურად და სახლშიც კი. გაითვალისწინეთ, რომ მდოგვისფერთან ყველაზე პრაქტიკული შავი და თეთრი ფერების შეხამებაა, ნათელი ფერები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და წინდახედულებას მოითხოვენ.

 

  Olēnich - Faux Coat

ყიდვა

 

SNAPPER SAC - YELLOW CROC

ყიდვა 

 

Moly Leather Combat Boot

ყიდვა 

ზევით