ლიზა ყენიას გრემის ნომინანტებს შორის მოხვედრის შანსი აქვს
რიგით 67-ე Grammy-ს დაჯილდოებისთვის რბოლა ოფიციალურად დაიწყო. ქართველ არტისტებს, ლიზა ყენიასა და აზიკო ფილიას, ტრეკით Sacrifice, შანსი ეძლევათ, გრემის ნომინანტების სიაში მოხვდნენ.
კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ჩრდილო ირლანდიაში, სამეფო ოჯახის მოვალეობების შესასრულებლად იმყოფებიან. კემბრიჯელების უკანასკნელი დიდებული გამოჩენის შემდეგ, როდესაც პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი No Time To Die-ს პრემიერაზე შეუდარებელ ფორმაში გამოჩნდნენ, ახლა მთელი ყურადღება სწორედ მათკენ არის მიმართული.
წითელ ხალიჩაზე Jenny Packham-ის დიდებული ოქროსფერი კაბის მორგების შემდეგ, ქეით მიდლტონმა მისთვის საკმაოდ უჩვეულო გამოჩენით გაგვაკვირვა, კემბრიჯის ჰერცოგინია ირლანდიაში მუქი იასამნისფერი კლასიკური ორეულით გამოჩნდა, რომელიც Emilia Wickstead-ს ეკუთვნის.
იასამნისფერ ორეულს ქეითმა, შავი ყელიანი მაისური და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შეუხამა. კემბრიჯის ჰერცოგინიამ მინიმალისტური მაკიაჟი მოირგო, მთავარი აქცენტით თვალებზე, თმა კი მარტივად შეიკრა.
Purple Double Breasted Jacket
Purple Split Trousers