#ცნობილები #მოდა

იტალიელი მოდის ბლოგერი კიარა ფერანი დედა მეორედ გახდა

გაზიარება:

იტალიელი მოდის ბლოგერი და Instagram ინფლუენსერი კიარა ფერანი დედა მეორედ გახდა. კიარა და მისი მეუღლე, მომღერალი Fedez-ი გოგონას მშობლები გახდნენ. სასიხარულო სიახლე, ფერანიმ საკუთარ Instagram გვერდზე გაგვიზიარა და ოჯახის ახალდაბადებული წევრის პირველი ფოტო და მისი სახელიც გაგვიმხილა.

გოგონას, რომლის მუცლად ყოფნის პერიოდს და მის ზრდას სოციალური ქსელის მეშვეობით ვადევნებდით თვალს, ვიქტორია დაარქვეს. კიარა ფერანიმ ორსულობის შესახებ სიახლე, გასული წლის ზაფხულში, სამი წლის ვაჟის ფოტოთი გაგვიმხილა, რომელსაც ხელში პატარა დის პირველი ფოტოსურათი ეჭირა.

მას შემდეგ მოდის ბლოგერი Instagram-ის თითქმის 23 მილიონ გამომწერს, ყოველდღიურად უზიარებდა ორსული დედის სტილსა თუ გოგონას ახალ-ახალ ფოტოებს.

კიარა ფერანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული Instagram ბლოგერია მსოფლიოში, ის ინფლუენსერთა სამყაროს პიონერი გახლდათ და წარმატება და აღიარება მალევე მოიპოვა. წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის და მათი წარმდგენის ამპლუის მორგების შემდეგ, კიარამ ანტრეპრენერის როლი თავადვე მოირგო და ტანსაცმლის, შემდეგ კი კოსმეტიკის ხაზი Chiara Ferragni შექმნა.

მოდის ბლოგერის სტილისა და გემოვნების გარდა, მისი გამომწერების ინტერესის სფერო კიარას პირადი ცხოვრებაც გახლავთ. კიარა ფერანი და Fedez-ი 2018 წელს დაქორწინდნენ, ამავე წლის მარტის თვეში მათ პირველი საერთო ვაჟი ლეონი შეეძინათ. 3 წლის შემდეგ მოდის ბლოგერისა და მომღერლის ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა და ახლა მათ პატარა ვიქტორიაც ჰყავთ.

ზევით