#მოდა

ჯადოსნურ ფერთა გამა: გაზაფხულის 10 ტრენდული ფერი

გაზიარება:

თუ კი ფიქრობთ, რომ თქვენი გარდერობის განახლების დრო დადგა და გაზაფხულის სეზონის ნელნელა შემოპარულ თბილ ამინდებს მომზადებული უნდა დახვდეთ, მაშინ თქვენთვის  უამრავი საინტერესო ინფორმაცია გვაქვს. დავიწყოთ იმით, რომ 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ტრენდული ფერები ჯადოსნურობით გამოირჩევიან, ყოველი მათგანი საოცრად დახვეწილი, ნაზი, ელეგანტური და ამავდროულად გრაციოზულია.

ზამთრის სეზონის შემდეგ ხალხასა ფერებზე გადასასვლელად ახლა საუკეთესო დროა, ჩვენ კი აუცილებლად გაგაცნობთ სეზონის რჩეულ ფერებს და გრადაციებს:

1. Lava Falls Red

გაზაფხულის სეზონის ყველაზე ტრენდულ ფერთა ჩამონათვალს, ერთ-ერთი ყველაზე დრამატული წითელი ფერის მუქი ტონით ვიზყებთ, რომელიც შესაძლოა ამ სეზონთან ტიპურ ფერს სულაც არ წამოადგენდეს, თუმცა თავისი მაგიურობითა, სექსუალობითა და სიღრმისეულობით ყველას საოცრად გვხიბლავს.

2.Pirouette Pink

ვარდისფერის ამ საოცარი ტონალობის ფემინურობისა და სინაზის დაფასება საკმაოდ რთულია, შეიძლება ითქვას, რომ მკრთალი ვარდისფერი გაზაფხულის სეზონის ერთ-ერთ ფავორიტ ფერად გვევლინება.

3.  Purple Rose

იასამნისფერისა და ვარდისფერის გარდამავალი გრადაცია თან ესთეტიკურობას დაატარებს. ფერი, რომელიც ძირითადად ელეგანტურსა თუ ნაზ კაბებში გვხვდება, გაზაფხული/ზაფხულის სეზონების მთავარი მოვლენა გახდება.

4. Rust

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ ფერს მოდის სამყაროში დაჟანგული ლითონისფერის სახელით იცნობენ. ის გაზაფხულის სეზონის ტრენდთა შორის გასული წლის ჩვენებებზე აღმოჩნდა და ნელნელა ცნობილი ბრენდების კოლექციებში დაიკავა წამყვანი პოზიცია.

5. Burnt Coral

დამწვარი მარჯნისფერი - ჩვენი ერთ-ერთი რჩეული ფერია, რომელიც კომფორტულობისა და მყუდროების საოცარ შეგრძნებას ტოვებს და ამასთანავე შეიძლება შეუხამო თითქმის ყველაფერს.

6. Cerulean

ლაჟვარდოვანი ცისფერი საოცარი სინაზით გამოირჩევა, პასტელის  ეს უმშვენიერესი ფერი გვხვდება ყველა სტილის სამოსში, მათ შორის კლასიკურ სტილში, საღამოს კაბებსა თუ ყოველდღიურ სამოსში.

7. Deep Sky Blue

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მუქი ლურჯი, რომელიც იმდენად თვალისმომჭრელი და მედიდურია, შეუძლებელია მნახველი გულგრილი დატოვოს.

8. Bubblegum Pink

ხასხასა, მყვირალა ფერებზე საუბრისას ვარდისფერის ამ მშვენიერ ტონალობას გვერდს ვერ ავუვლით, ფერი, რომლიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ადამიანის შინაგან სამყროს, ჩვენს გარდერობში ადგილს, უდავოდ, იმსახურებს.

9. Sphagnum Moss Green

მწვანე ფერი 2021 წლის გაზაფხულის სეზონის წამყვანად კვლავ გვევლინება, თუმცა ამჯერად მოდურად მისი მუქი, ჩამჯდარი ტონალობა ითვლება.

10. Ultimate Gray

და ბოლოს, წარმოგიდგენთ ნაცრისფერის ყველაზე უნივერსალურ ფერს, რომელიც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში მაშინ, როდესაც ზუსტად არ იცით ღია ტონალობებს მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება თუ მუქ ვარიანტებზე გააკეთოთ არჩევანი.

ზევით