He's Her Lobster: ჯენიფერ ენისტონი და დევიდ შვიმერი ერთმანეთს ხვდებიან?

საკულტო სითკომის Friends-ის ერთგულმა გულშემატკივრებმა გულის შეტევა მაშინ გადავიტანეთ, როდესაც დიდი გაერთიანების შემდეგ ჯენიფერ ენისტონმა და დევიდ შვიმერმა განაცხადეს, რომ მათ ერთმანეთი გადაღებების დაწყებიდან მოსწონდათ, თუმცა ერთად ყოფნა ვერასოდეს მოახერხეს და მთელი თავიანთი სიყვარული რეიჩელისა და როსის პერსონაჟებში გადაიტანეს. 

ორი გემის ჩავლას ჰგავდა ჩვენი ურთიერთობა, ერთ-ერთი ჩვენგანი ყოველთვის ურთიერთობაში იყო სხვა ადამიანთან, ეს ზღვარი არასდროს არ გადაგვიკვეთია.

რას წარმოვიდგენდით, რომ ეს განცხადება მხოლოდ დასაწყისი იყო და წინ ისეთი ამბავი გველოდა, როგორიც ჯენიფერ ენისტონისა და დევიდ შვიმერის სასიყვარულო ურთიერთობაა. დიახ, არ მოგესმათ, უკვე რამდენიმე საათია დასავლური ტაბლოიდები აქტიურად წერენ მსახიობების სავარაუდო რომანტიკული ურთიერთობის შესახებ და მოდით ვაღიაროთ, ეს ნამდვილად ეპიკურია.

ჯენიფერ ენისტონსა და დევიდ შვიმერს Friends-ის 10 სეზონი, 236 ეპიზოდი და 26-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ. სერიალის გადაღებების მომენტში ჯენის ყველაზე სერიოზული ურთიერთობა ბრედ პიტთან გახლდათ, მათ 5-წლიანი ქორწინებაც აკავშირებდათ, დევიდ შვიმერს კი რამდენიმე სერიოზულ ურთიერთობას მიაწერენ, მათ შორის მომღერალ ნატალია იმბრუგლიასთან და მსახიობ მილი ავიტართან.

ზევით