#ცნობილები #სილამაზე

ჯენიფერ ლოპესის მბზინავი კანის საიდუმლოს გვიზიარებს

გაზიარება:

მარადიული სილამაზის საიდუმლოს გამხელა თუ გვენდომებოდა, მას აუცილებლად ჯენიფერ ლოპესისგან მოვისმენდით. 51 წლის ამერიკელი მომღერალი საუკეთესო ფორმაშია და მუდმივად აგრძელებს განვითარებას. რამდენიმე თვის წინ ჯეილო იმ ცნობილ ადამიანთა რიცხვს შეუერთდა, რომლებსაც თავის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების საკუთარი ხაზი აქვთ და მას შემდეგ ხშირად გვიზიარებს საკუთარი სილამაზის ხრიკებს. ამჯერად, მომღერალმა მბზინავი კანის საიდუმლო გაგვანდო.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

საკუთარი Instagram-ის მეშვეობით ჯენიფერმა ის სასწაულმოქმედი პროდუქტი გაგვიმხილა, რომელიც მის მბზინავ, თვალისმომჭრელ კანზე არის პასუხისმგებელი, ეს JLO Beauty-ს სახის შრატი გახლავთ, მომღერლის კოსმეტიკური ხაზიდან. შრატის შეძენა ონლაინ საიტებზე 79$-ად არის შესაძლებელი, როგორც აღწერაში ვკითხულობთ, ეს პროდუქტი კანს მატებს ბზივარებას, აქვს ლიფტინგის ფუნქცია და რაც მთავარია უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას მთელი დღის მანძილზე.

ჯეილოს სერუმი სახის კრემი ჯენიფერ ლოპესი

__________________

THAT JLO GLOW -  MULTITASKING SERUM

ყიდვა

ზევით