#ცნობილები #სპორტი #მუსიკა #კინო

ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ურთიერთობა ოფიციალურად დასრულდა

გაზიარება:

არა ერთი ჭორისა და მითქმა-მოთქმის შემდეგ, ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ურთიერთობა ოფიციალურად დასრულდა. ექსკლუზიურად  The Today Show-სთან მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა წყვილმა ნიშნობის გაუქმების შესახებ განაცხადა.

„გავაცნობიერეთ, რომ უკეთესი მეგობრები ვართ, ვიდრე პარტნიორები და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას“ 

„ჩვენ ერთად მუშაობას და საერთო ბიზნესისა და პროექტების მართვას განვაგრძობთ. ჩვენ საუკეთესოს ვუსურვებთ ერთმანეთსაც და ჩვენს შვილებსაც. მათივე პატივისცემინდან გამომდინარე, ერთადერთი რასაც ვიტყვით ისაა - რომ ყველას მადლობას ვუხდით თბილი კომენტარებისვის“.

ჯეილოსა და მისი აწ უკვე ყოფილი საქმროს ალექსის დაშორების ჭორები ერთი თვის წინ გავრცელდა, დასავლური მედია დარწმუნებით იუწყებოდა, რომ წყვილის ურთიერთობა დასრულდა, თუმცა მაშინ ლოპესმა და როდრიგესმა განაცხადეს, რომ მუშაობდნენ ურთიერთობაზე და დომინიკის რესპუბლიკაში ერთად გადაღებული ფოტოებიც გაგვიზიარეს, სადაც ჯენიფერი ახალ ფილმზე აგრძელებს მუშაობას.

როგორც ჩანს მათი ძალისხმევის მიუხედავად ურთიერთობა დასრულდა. ჯეილო და ალექსი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ, წყვილი 2019 წელს დაინიშნა და მსოფლიო პანდემიის გამო გრანდიოზული იტალიური ქორწილის გადადება სამუდამოდ მოუწია.

ზევით