#ცნობილები #მოდა

ჯიჯი, ემილი, პიპა - ახალბედა დედების სტილი ცნობილებისგან

გაზიარება:

ცნობილ ადამიანთა შორის ახალბედა დედების ნამდვილი ბუმია, სანამ მათი ნაწილი კორონავირუსის პანდემიას სახლში ემალება, მეორე ნაწილი წესების სრული დაცვით ნიუ-იორკისა თუ ლონდონის ქუჩებში სეირნობს და გულშემატკივრებს ახალბედა დედის სტილსაც აცნობს.

ჯიჯი ჰადიდი

რამდენიმე დღის წინ სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი, პატარა კაისთან და მეგობართან ერთად, პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს. აღმოჩნდა, რომ ჯიჯიმ თმის ფერი შეიცვალა, და პლატინის ქერადან სუპერმოდელი ჟღალ ფერზე გადავიდა, რომელსაც სეზონის ერთ-ერთ ფავორიტ ფერად მიიჩნევენ.

ნიუ-იორკის ქუჩებში ჯიჯი Moncler-ის მდოგვისფერი და თეთრი ფერის მოსაცმლით, Krewe-ს სათვალეებით და Dr. Martens-ის ფეხსაცმლით გამოჩნდა.

 

2 MONCLER 1952 Coral trench coat

ყიდვა

ემილი რატაკოვსკი

სუპერმოდელს პირველი შვილი, სულ რამდენიმე დღის წინ შეეძინა, თუმცა ემილიმ გასაოცრად სწრაფად მოახერხა ფორმის დაბრუნება და ნიუ-იორკის ქუჩებში ოჯახთან ერთადაც კი სეირნობს.

პირველი ოჯახური გამოჩენისთვის ემილიმ ყოველდღიური, საკმაოდ მარტივი სტილი შეარჩია და ჯინსის შარვალს და კლასიკურ პიჯაკს Reebok-ის თეთრი კედები შეუხამა

 

Off-White & Green Club C 85 Vintage Sneakers

ყიდვა 

პიპა მიდლტონი

კემბრიჯის ჰერცოგინიას და - პიპა მიდლტონი დედა მეორედ რამდენიმე კვირის წინ გახდა. პიპას ქალიშვილი გრეის ელისაბედ ჯეინი შეეძინა, დედა-შვილმა პირველი საჯარო გამოჩენისთვის ლონდონის ქუჩები შეარჩია და პაპარაცების ობიექტივშიც უმალვე მოხვდა.

პიპამ გასეირნებისთვის Hobbs-ის  საშუალო სიგრძის კაბა, თრენჩ მოსაცმელი და Jimmy Choo-ს ფეხსაცმელები მოირგო.

 

PETITE ALISON DRESS

ყიდვა 

ზევით