#მოდა

ჯიჯი ჰადიდი მოდის კვირეულის შემოსავალს უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს

გაზიარება:

ერთ-ერთი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი, მოდის კვირეულებიდან მიღებულ შემოსავალს სრულად უკრაინის ფონდში გადარიცხავს. ჯიჯიმ ამ გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. 

სუპერმოდელმა საკუთარ გვერდზე გასული თვის ყველაზე მომნუსხველი ლუქების კოლაჟი გააზიარა, აღწერაში კი დაწერა, რომ „მოდის კვირეულების განრიგიდან გამომდინარე, მე და ჩემი კოლეგები ხშირად წარმოგიდგენთ ახალ კოლექციებს ისეთი ტრავმატულ პერიოდში, როგორიც ახლაა“, თუმცა ჯიჯიმ აქვე დასძინა რომ „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს სამუშაო გრაფიკს, რაც შეგვიძლია ისაა, რომ რაღაც მნიშვნელოვნისთვის გავიაროთ პოდიუმზე“.

სწორედ ამიტომ, ჯიჯი ჰადიდმა გადაწყვიტა მიკა არგანარაზის საქველმოქმედო განცხადებისთვის დაეჭირა მხარი და 2022 წლის შემოდგომის კოლექციიდან მიღებული მთელი შემოსავალი უკრაინელი ერის დასახმარებელ ფონდში გადაერიცხა, „დაე, ყველამ დავინახოთ ერთმანეთი, როგორც ძმები და დები, პოლიტიკის მიღმა, რასის მიღმა, რელიგიის მიღმა. დღის ბოლოს, უდანაშაულო სიცოცხლე იხდის ომის საფასურს და არა ლიდერები“ - დაწერა ჯიჯიმ.

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან უცნაურია მოდის ჩვენებებზე გამოსვლა მაშინ, როდესაც ამავე კონტინენტზე ომია. ამ კვირეულის შემოსავალს გადავცემ უკრაინული ორგანიზაციების დასახმარებლად, ეს არის ის მცირედი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია“ - მიკა არგანაზარი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ საქველმოქმედო ტენდენცია სოციალურ ქსელში არგენტინელმა მოდელმა მიკა არგანარაზმა წამოიწყო, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჯიჯის გარდა უკრაინის ფონდში საკუთარი შემოსავლის ნაწილი გადარიცხეს ბელა ჰადიდმა, კაია გერბერმა, აილა პეტერსონმა, ვიქტორია ჩერეტიმ, კიკი უილემსმა და სხვა ცნობილმა თუ უცნობმა მოდელებმა.

ზევით