#ცნობილები

ჯო ჯონასის მხიარული მილოცვა სოფი ტერნერს 25 წლის იუბილეზე

გაზიარება:

გუშინ, „ჩრდილოეთი დედოფალი“, Game of Thrones-ის მსახიობი სოფი ტერნერი 25 წლის გახდა. მსახიობმა არა ერთი მილოცვა მიიღო სოციალური ქსელის მეშვეობით, თუმცა ყველაზე გამორჩეული მისი ქმრის ჯო ჯონასის მხიარული მესიჯი აღმოჩნდა, იმის თაობაზე თუ როგორი უყვარს და აფასებს ჯო სოფის.

დაბადების დღეს გილოცავ საყვარელო. ორი განსხვავებული ხასიათი გაქვს და ორივე ერთნაირად მიყვარს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by J O E J O N A S (@joejonas)

ჯო ჯონასმა Instagram-ზე ორი ჩვენთვის აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა, პირველ მათგანზე სოფი კრემისფერი ორეულითა და ღია ნაცრისფერი მოსაცმლით პოზირებს, გამოწყობილი. მეორე კი იმ ტერნერს ასახავს, რომელიც მხოლოდ მის ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს თუ ეყოლებათ ნანახი სახლურ გარემოში, ბედნიერი და კმაყოფილი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sophie Turner (@sophiet)

მილოცვებისთვის მადლობა სოფიმ Instagram Story-ში გადაუხადა გამომწერებს და ოქროსფერი ბუშტების ფონზე გადაღებული ფოტო გაგვიზიარა, რომელიც მისი იუბილეს განსაკუთრებულ რიცხვს 25-ს ეძღვნებოდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sophie Turner (@sophiet)

შეგახსენებთ, რომ სოფი ტერნერმა და ჯო ჯონასმა 2019 წელს, სპონტანურად იქორწინეს და ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი ლოს-ანჯელესი შეარჩიეს. მოგვიანებით, სოფიმ და ჯომ გრანდიოზული ქორწილიც საფრანგეთში, შატოში გადაიხადეს, რომელიც Vogue-ის ექსკლუზივიც კი გახდა. მსოფლიო პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წყვილი პირველ საერთო შვილს ელოდებოდა, გოგონა ქვეყანას გასული წლის ზაფხულში მოევლინა და მას ვილა დაარქვეს.

 

ზევით