#ცნობილები #კინო

ჯორჯ კლუნი ოჯახთან ერთად გატარებული თვითიზოლაციისა და ახალი ჰობის შესახებ

გაზიარება:

59 წლის მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ W Magazine-ის გარეკანიც დაამშვენა და გამოცემას საკმაოდ დიდი მოცულობის ინტერვიუც მისცა. სამსახიობო კარიერისა და ახალი ფილმის საუბრის გარდა, ჯორჯმა ოჯახზეც ისაუბრა და განსაკუთრებით ის დღეები გაიხსენა, როდესაც თვითიზოლაციის პერიოდში მეუღლესთან, ამალ კლუნისთან და მათ 3 წლის ტყუპებთან ერთად ატარებდა.

უნდა გამოგიტყდეთ, ახალი ჰობი გამიჩნდა - დღეში ორჯერ სარეცხ მანქანას ტანსაცმლით ვავსებ და თეფშებს ვრეცხავ, ეს ყველაფერი კი ჩემი შვილების დამსახურებაა.

ჯორჯ კლუნის თქმით, მან სტილისტის მოვალეობებიც შეითავსა და ხან ვაჟს, ხანაც კი საკუთარ ვარცხნილობაზე ზრუნავდა. თუმცა ქალიშვილის თმას არ შეხებია, მსახიობის სიტყვებით, ამ შემთხვევაში დიდი პრობლემა შეექმნებოდა.

ჰოლივუდელმა მსახიობმა, ინტერვიუში ახალ ფილმზე The Midnight Sky-ზეც ისაუბრა, რომელიც 2020 წლის 9 დეკემბერს გამოვიდა და შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. სიუჟეტი აპოკალიფსის თემას შეეხება დედამიწაზე და ჯორჯისთვის ის კორონავირუსის მსგავსი პრობლემა აღმოჩნდა.

საშინელი გრძნობაა, როდესაც ადამიანის ჩახუტება ძალიან გინდა, მაგრამ მასთან ყოფნასაც კი ვერ ახერხებ, ეს ახლა ყველასათვის ნაცნობი სიტუაციაა.

ჯორჯ და ამალ კლუნები ერთმანეთს პირველად 2013 წელს შეხვდნენ, როდესაც ადამიანის უფლებების დამცველი ადვოკატი მეგობრებთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა და მოულოდნელი გადაწყვეტილების წყალობით იტალიაში, კომოს ტბაზე აღმოჩნდა, სადაც ჯორჯს საკუთარი სახლი აქვს. გაცნობისა და ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ, ოქტომბრის თვეში პირველი პაემანიც შედგა და ყველაფერი იდეალურად აეწყო, ნიშნობას გრანდიოზული საქორწინო ცერემონია მოჰყვა. წყვილი ორ ტყუპს ზრდის - ელისა და ალექსანდრეს.

ზევით