#კულტურა #ცნობილები #კინო #მოდა

კაია გერბერი სერიალ American Horror Story-ს მე-10 სეზონში გამოჩნდება

გაზიარება:

საშინელებათა ჟანრის სერიალ American Horror Story-ს აღმასრულებელმა პროდიუსერმა და შემოქმედმა რაიან მერფიმ, ახალი მე-10 სეზონების დეტალების გამხელა გადაწყვიტა და ყველასათვის მოულოდნელი სიახლე შემოგვთავაზა. როგორც ჩანს, სატელევიზიო შოუების მოყვარულთა ერთ-ერთი ფავორიტი სერიალის სამსახიობო გუნდს მოდელი კაია გერბერი შეუერთდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ryan Murphy (@mrrpmurphy)

რაიან მერფიმ სერიალის ერთგულ გულშემატკივრებს სიახლე Instagram-ის მეშვეობით შეატყობინა:

„ძალიან გახარებული ვარ და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ კაია გერბერი American Horror Story-ს ოჯახს შემოუერთდა“ 

მალევე სერიალის შემოქმედის პოსტს თავად კაიაც გამოეცმაურა და სიახლის მაუწყებელი პოსტები საკუთარ გვერდზე გადააზიარა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ryan Murphy (@mrrpmurphy)

როდესაც მე-10 სეზონის გამოსვლა დაანონსდა, შოუს ერთგული მაყურებლები საგონებელში ჩავარდნენ, განა 9 სეზონის განმავლობაში შოუს შემქმნელებმა ყველა წარმოუდგენელი თუ წარმოსადგენი სცენარი უკვე არ გაითამაშეს? - თუმცა, სერიალის სცენარისტების ფანტაზია იამზე მეტია, ვიდრე წარმოგვედგინა, მათ კიდევ ერთი სეზონი შექმნეს და ერთდროულად ორ საშიშ ისტორიას გვთავაზობენ - ერთი მათგანი ზღვის სანაპიროზე განვითარდება, მეორე კი ზღვაში.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ryan Murphy (@mrrpmurphy)

მე-10 სეზონის ანონსს წინ უძღოდა დაპირება, იმის შესახებ, რომ მაყურებელი American Horror Story-ს მე-10 სეზონში საკულტო პერსონაჟებს იხილავდა. თუმცა რაიან მერფისთვის ჩვენი საყვარელი მსახიობების დაბრუნება საკმარისი არ აღმოჩნდა, მან სამსახიობო გუნდს ჯერ მაკოლეი კალნიკი შემატა, რომელიც არც მარტო სახლში იქნება და მით უმეტეს არც მარტო სანაპიროზე, შემდეგ კი სამსახიობო გუნდში კაია გერბერი წარმოგვიდგინა. რასაკვირველია, სიურპრიზები ამით არ სრულდება...

ზევით