კამილა კაბელომ ახალ მუსიკალურ კლიპში KEBURIA მოირგო

ამერიკელი მომღერლის, კამილა კაბელოს, ახალი მუსიკალური კლიპის Don't Go Yet პრემიერა სულ რამდენიმე დღის წინ შედგა და ვიდეომ უკვე 10 მილიონამდე ნახვა დააგროვა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიახლის მიღმა, სასიხარულო დეტალი იმალება -  კამილა კაბელოს კლიპში ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას კაბა ამშვენებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by camila (@camila_cabello)

კამილა კაბელომ Don't Go Yet-ში გიორგი ქებურიას ბრენდის Keburia-ს Malibu კაბა მოირგო, გრძელი, ღია ცისფერი, უმკლავო კაბა ასიმეტრიული ბოლოებით. მომღერლის სტილისტმა კაბას, ნარინჯისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და თეთრი ხელთათმანები შეუხამა.

KEBURIA - Malibu Dress

ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ გახლავთ, როდესაც გიორგი ქებურიას ბრენდზე არჩევანს მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავები აკეთებენ, "ქებურიების" თაყვანისმცემელთა რიგებში ისეთი სახელების ამოკითხვა შეგვიძლია, როგორებიც: რიანა, კენდალ ჯენერი, ჯიჯი ჰადიდი, კაია გერბერი, ლედი გაგა, კიმ კარდაშიანი თუ ლინდსი ლოჰანი არიან.

ზევით