#ცნობილები #მოდა

კარლი კლოსი და ჯოშუა კუშნერი მშობლები პირველად გახდნენ

გაზიარება:

Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზი კარლი კლოსი და ბიზნესმენი ჯოშუა კუშნერი მშობლები გახდნენ. წყვილს პირველი საერთო შვილი შეეძინა და პირველი ბედნიერების ქვეყნად მოვლენის შესახებ ინფორმაციაც უმალვე გაავრცელეს. ჯოშუამ სოციალურ ქსელში ახალდაბადებულის პირველი ფოტოსურათი გამოაქვეყნა წარწერით:

კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში

ჯოშუა კუშნერს პირველი შვილის სქესი არ გაუსაჯაროებია, თუმცა ფოტოსურათიდანაც მარტივი მისახვედრა, რომ სუპერმოდელი და ბიზნესმენი ვაჟის მშობლები გახდნენ.

კარლი კლოსი და ჯოშუა კუშნერი

შეგახსენებთ, რომ კარლი კლოსისა და ჯოშუა კუშნერის ურთიერთობა, ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო, თუმცა კარლი და ჯოშუა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას არ ჩქარობდნენ. წყვილი 2018 წლის ოქტომბრის თვეში დაქორწინდა, ცერემონია მხოლოდ უახლოესი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. 2019 წელს კი კარლიმ და ჯოშუამ მრავალრიცხოვან საქორწინო ცერემონიას უმასპინძლეს ვაიომინგის ფერმაში.

ზევით