#ცნობილები #სამეფო ოჯახი

ქეით მიდლტონი Catherine Walker-ის მოსაცმლით ვესტმინსტერის სააბატოში გამოჩნდა

გაზიარება:

ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის სამეფო ქორწინება, თითქმის 10 წელს ითვლის, კემბრიჯის ჰერცოგებს მალე ქორწინების იუბილე აქვთ, თუმცა სადღესასწაულო თარიღამდე ქეითი და უილიამი მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, მათი ქორწინების ტაძარში მოხვდნენ და ამის საბაბი მათი მოახლოებული იუბილე ნამდვილად არ ყოფილა.

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი სააბატოს, იქ მომუშავე თანამშრომლებთან და მოხალისეებთან შესახვედრად ესტუმრნენ. კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ იმ ადამიანებს, რომლებიც Covid-19-ის ვაქცინით მომარაგებაზე არიან პასუხისმგებელი მადლობა გადაუხადეს და პატივი მიაგეს კორონავირუსით გარდაცვლილებს. გარდა ამისა, ქეითი და უილიამი უშუალოდ გაესაუბრნენ მომსახურე პერსონალს და იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე აიცრნენ.

იშვიათი გამოჩენისთვის კემბრიჯის ჰერცოგინიამ Catherine Walker-ის მოსაცმელი კაბა მოირგო და მას ხავერის ყავისფერი ფეხსაცმელი, ამავე ფერის ხელჩანთა და მარგალიტის საყურეები შეუხამა.

2011 წლის 29 აპრილს ქეით მიდლტონმა და პრინმა უილიამმა ვესტრმინსტერის სააბატოში ერთმანეთს, მილიონობით მაყურებლის თვალწინ სიყვარულისა და ერთგულების ფიცი გაცვალეს. კემბრიჯის ჰერცოგინიას სარა ბარტონის მიერ შექმნილი Alexander McQueen-ის ზღაპრული საპატარძლო კაბა ამშვენებდა.

ამ 10 წლის მანძილზე, ქეითმა და უილიამმა შექმნეს ნამდვილი ოჯახური ბუდე, კემბრიჯის ჰერცოგები სამ შვილს: პრინც ჯორჯს, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუის ზრდიან. ქეითი და უილიამი დედოფალ ელისაბედ II-ის შემდეგ, ბრიტანელი მოსახლეობის ყველაზე დიდი სიყვარულითა და სიმპათიით სარგებლობენ.

ზევით