#სამეფო ოჯახი

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

გაზიარება:

10 წელი გავიდა სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქორწინების ცერემონიიდან და ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის წყვილი დღემდე რჩება სამაგალითო, მყარ ურთიერთობად, რომელსაც დრომ მხოლოდ სიყვარული შემატა.

ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად, კემბრიჯის ჰერცოგებმა სოციალური ქსელის მეშვეობით, ახალი პორტრეტები გამოაქვეყნეს. გადაღებისთვის ქეით მიდლტონმა Ghost-ის ღია ცისფერი კაბა მოირგო ყვავილების პრინტით და მას საყვარელი აქსესუარები, მათ შორის ნიშნობის ბეჭედი შეუხამა, რომლითაც 2010 წელს ქეითმა და უილიამმა მსოფლიოს სამომავლო ქორწილის სიახლე აცნეს.

რაც შეეხება პრინც უილიამს, კემბრიჯის ჰერცოგმა ჩაცმულობა ქეითს შეუხამა და მუქი თუ ღია ცისფერი ფერის ტონალობაში პერანგი, პულოვერი და შარვალი მოირგო, აქსესუარად კი OMEGA Seamaster Quartz-ის მაჯის საათი გამოიყენა, რომელიც უილიამს პრინცესა დიანამ აჩუქა.

უახლესი პორტრეტები ამ კვირაში კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას რეზიდენციის ეზოში გადაიღეს. ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ფოტოებზე აღბეჭდვის პატივი ცნობილ ბრიტანელ ფოტოგრაფ კრის ფლოიდს ერგო.

ზევით