#ცნობილები #მოდა

ქეთი პერი ქართველი დიზაინერის Tako Mekvabidze-ს სამოსში გამოჩნდა

გაზიარება:

ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ქეთი პერი, არჩევანს ქართველი დიზაინერის სამოსზე აკეთებს. როგორც ჩანს, ქეთი პერის ყურადღება Tako Mekvabidze-ს ლურჯმა თრენჩ მოსაცმელმა მიიპყრო, რომელიც მომღერალმა მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან ერთად მოირგო და TikTok-ის საკუთარ გვერდზე მხიარული ვიდეოც შემოგვთავაზა.

 

ვეგანური ტყავის შემცველი ლურჯი თრენჩ მოსაცმელი ქართველი დიზაინერის Tako Mekvabidze-ს გაზაფხული ზაფხული 2020 წლის კოლექციიდანაა და მისი შეძენა ონლაინ 740 დოლარად შეგიძლიათ.

 Blue Vegan Leather Trench Coat

ყიდვა

 

მოდის სამყაროში თაკო მექვაბიძე 12 წლის წინ გამოჩნდა. თავდაპირველად დიზაინერი როგორც ქალის, აგრეთვე ბავშვის სამოსს ქმნიდა, თუმცა მოგვიანებით მხოლოდ ქალების ხაზზე კონცენტრირდა და დაუღალავი შრომითა და მონდომებით საკუთარი ბრენდის Tako Mekvabidze-ს დამკვიდრება მოახერხა. 

პირველად, თაკოს სამოსი მომღერალმა გრეის მეიმ მოირგო 2010 წელს და მას შემდეგ ქართველი დიზაინერის შემოქმედებით არა ერთი უცხოელი ვარსკვლავი ტკბება, მათ შორის ქენდალ ჯენერი, კამილა კაბელო, შეი მიშელი და ახლა უკვე ქეთი პერიც.

ზევით