#მოდა

ქეით მიდლტონი ირჩევს ZARA-ს - ჰერცოგინიას ბიუჯეტური რჩეული

გაზიარება:

კემბრიჯის ჰერცოგინია სამეფო მოვალეობების შესრულებას განაგრძობს, ირლანდიაში ვიზიტის შემდეგ, ქეით მიდლტონი University College London’s Centre-ს ესტუმრა, რათა ბავშვთა უნივერსიტეტის უახლესი კვლევები გაეცნო, რომელიც ბავშვების ადრეული ასაკის განვითარებას უკავშირდება.

ქეით მიდლტონმა გამოჩენისთვის შავ-თეთრ პრინტიანი კაბა შეარჩია, რომელიც არც მეტი არც ნაკლები Zara-ს კატალოგიდან გახლავთ, კუბოკრულ კაბას კემბრიჯის ჰერცოგინიამ Hugo Boss-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შეუხამა. ჩაცმულობა ქეითმა მინიმალური სამკაულებით გაამდიდრა.

ქეითმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ელეგანტური ლუქის აწყობა ბიუჯეტური სამოსითაც შესაძლებელია.

მართალია, ქეით მიდლტონის რჩეული Zara-ს კაბა ამ დროისთვის ონლაინ საიტებზე ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა მსგავსი სტილის სხვადასხვა საბაზრო ღირებულებაში შემოთავაზება ნამდვილად შეგვიძლია:

ZARA - SHORT GINGHAM CHECK DRESS

 

 ყიდვა

Alice + Olivia Lucette Plaid Belted Mini-Dress

 

 ყიდვა

Mango - Belt printed dress

 

ყიდვა 

ზევით