#ცნობილები

კელი როულანდი მეორე შვილის დედა გახდა

გაზიარება:

ჰოლივუდს კიდევ ერთი ვარსკვლავთ ბიჭუნა შეემატა. Destiny's child-ის ყოფილ წევრს, კელი როულანდს მეორე შვილი შეეძინა. პატარა სამყაროს 21 იანვარს მოევლინა. მომღერალმა ნოა ჯონის პირველი საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით გაგვიზიარა. 

ფოტოში პატარას როულანდის უფროსი ვაჟი - ტიტან ჯუელი გაღიმებული უყურებს. კელიმ ფოტოს გულისამაჩუყებელი წარწერაც დაურთო:

21-ე საუკუნის, 21-ე წლის, 21-ე დღეს ნოა ჯონ უიზერსპუნი გავიცანით. 

მომღერალმა ორსულობის ამბავი საზოგადოებას ჯერ კიდევ ოქტომბერში ამცნო, როდესაც როულანდი ცნობილი გამოცემის - Women's Health-ის გარეკანზე გამოჩნდა.

კელი როულანდი ორსულად

როულანდი იმაშიც გამოტყდა, რომ მეუღლესთან - ტიმ უიზერსპუნთან ერთად მეორე ბავშვის გაჩენას დიდი ხანი გეგმავდა, მაგრამ შესაფერისი დრო მანამ ვერ გამოძებნა, სანამ პანდემი არ დაიწყო. მომღერალი თებერვალში 40 წლის გახდება, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მალევე მიიღეს და ნოაც სამყაროს მოევლინა. 

ზევით