ლიზა ყენიას გრემის ნომინანტებს შორის მოხვედრის შანსი აქვს
რიგით 67-ე Grammy-ს დაჯილდოებისთვის რბოლა ოფიციალურად დაიწყო. ქართველ არტისტებს, ლიზა ყენიასა და აზიკო ფილიას, ტრეკით Sacrifice, შანსი ეძლევათ, გრემის ნომინანტების სიაში მოხვდნენ.
კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია შვილების დაბადების დღისთვის ტრადიციას არ არღვევენ და პრინცი ჯორჯის 8 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 22 ივლისის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, უფროსი შვილის უცნობ პორტრეტს გვიზიარებენ.
ხვალ 8 წელი უსრულდება - ლაკონიურად ეწერა პოსტის აღწერაში.
პრინცი ჯორჯის პორტრეტის ავტორი ამჯერადაც ქეით მიდლტონი გახლავთ, კემბრიჯის ჰერცოგინია ფოტოგრაფიით განსაკუთრებითაა გატაცებული და ყოველთვის საკუთარი ხელით გადაღებულ შვილის პორტრეტებს გვიზიარებს. 11 საათის წინ Instagram-ზე გამოქვეყნებულმა სურათმა უკვე 1 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
პრინცი ჯორჯი ახლა არდადეგებით ტკბება, კემბრიჯის ჰერცოგების უფროსმა ვაჟმა Thomas's Battersea-ს სკოლის მესამე კლასი დაამთავრა და მშობლებს სამეფო ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარა. პრინცი ჰერცოგნთან და ჰერცოგინიასთან ერთად უემბლის მოედანზე ინგლისის ნაკრების მატჩებს ორჯერ დაესწრო და საზოგადოებას გულწრფელი, ბავშვური ემოციებით დაამახსოვრა თავი.