#სამეფო ოჯახი #მოდა

კემბრიჯის ჰერცოგების იშვიათი საჯარო გამოჩენა და ქეით მიდლტონის ვარდისფერი ორეული

გაზიარება:

ხანგრძლივი პაუზის და არა ერთი ონალინ შეხვედრის შემდეგ, კემბრიჯის ჰერცოგინია მზის სინათლეზე პირველად გამოჩნდა. ქეით მიდლტონი პრინც უილიამთან ერთად, ლონდონის ერთ-ერთ სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაესაუბრა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს დიდი ბრიტანეთის მონარქების პირველი გამოჩენაა, მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ, ოპრა უინფრისთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს, არა ერთ შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილეს.

ქეით მიდლტონმა გამოჩენისთვის Jigsaw-ის შავი კლასიკური შარვალი შეარჩია, რომელსაც ვარდისფერი ორეული, Boden,-ის ზედატანი და Max&Co-ს მოსაცმელი შეუხამა. კემბრიჯის ჰერცოგინიამ ლუქი შავი ხელჩანთითა და ყვავილების პრინტიანი პირბადით გაამდიდრა.

რასაკვირველია, მედიის წარმომადგენლებს კემბრიჯის ჰერცოგებთან, მეგან მარკლისა და პრინცი უილიამის მიერ გაჟღერებული რასისტული დამოკიდებულების შესახებ ჰქონდათ კითხვები. ქეით მიდლტონმა ყოველი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, პრინცმა უილიამმა კი ლაკონიურად განმარტა: „ჩვენ რასისტი ოჯახი ნამდვილად არ ვართ“.

ქეით მიდლტონის ვარდისფერი ზედატანისა და მოსაცმლის შეძენა ონლაინ საიტებზე ამ დრომზე შესაძლებელია.

 

RUNAWAY BELTED COAT

ყიდვა 

 

 

Pink Hambleden Scallop Jumper - Azalea

 ყიდვა

ზევით