კემბრიჯის ჰერცოგინია იუბილარია

ქეით მიდლტონი

კემბრიჯის ჰერცოგინია და გაერთიანებული სამეფოს ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე, ქეით მიდლტონი დღეს იუბილარია. სამეფო ჯახის ყველაზე ელეგანტური ჰერცოგინია 39 წლის გახდა.

ქეით მიდლტონმა მთელს სამყაროს თავი შეაყვარა ბავშვური ღიმილითა და სიკეთით, რომელსაც მუდამ ასხივებს. კემბრიჯის ჰერცოგინიას სტილი, კი სრულიად ბრიტანეთისა და დანარჩენი სამყაროს ფემინური ნაწილის მისაბაძი გახდა.

საკმაოდ რთულია ტრადიციულ სამეფო გარდერობის მოთხოვნების გათვალისწინებით მოდური და ამავდროულად თანამედროვეც იყო, თუმცა ქეითი ამას მარტივად ახერხებს და ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურება. კემბირჯის ჰერცოგინია ასევე მარტივად ახერხებს იდეალურად გამოიყურებოდეს, როგორც Elie Saab-ის ძვირადღირებულ სამოსში, ასევე H&M-ს ან Zara-ს 50 GBP ღირებულების კაბაში.

Alessandra Rich

Kate middleton in Alessandra Rich

კემბრიჯის ჰერცოგინია გასული წლის მარტში ირლანდიის პრეზიდენტს შეხვდა. ქეითს Alessandra Rich-ის ულამაზესი და ამავდროულად სადა კაბა ემოსა.

Jenny Packham

Kate Middleton Jenny Packham

კემბრიჯის ჰერცოგინია და ჰერცოგი სამეფო ტურის ფარგლებში პაკისტანში სპეციალურ მიღებას დაესწრნენ. ქეითს ტრადიციულისა და თანამედროვე სტილის იდეალური მიქსის Jenny Packham-ის დიზაინის კაბა ეცვა.

Alexander McQueen

kate middleton in Alexander McQueen

ქეით მიდლტონი 2020 წლის თებერვალში ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოებას ალბერტ ჰოლში დაესწრო. Alexander McQueen-ის იგივე კაბა ჰერცოგინიას მალაიზიაში ვიზიტისას 2012 წელს ეცვა.

Gucci

Kate middleton in Gucci

ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის საქველმოქმედო ვახშამზე ჰერცოგინიას Gucci-ს კაბაში ემოსა.

LK Bennett

ქეით მიდლტონი

ქეითი 2019 წელს  გრინვიჩში გამართულ სამეფო რეგატას ფრანგულ სტილში ეწვია. როგორც ცნობილია, ჰერცოგინიას ბრენდის LK Bennett შარვალი ემოსა.

Gucci

ქეით მიდლტონი

2019 წელს საბავშვო ცენტრის Henry Fawcett-ს ვიზიტისთვის ქეითმა Gucci-ს იასამნისფერი ბლუზა აირჩია, რომელმაც მედიის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

Catherine Walker

Catherine Walker

ჰერცოგინამ  2018 წელს შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტში ვიზიტისას Catherine Walker-ის ქურთუკი მოირგო.

Alexander McQueen

 Alexander McQueen

როგორც ჩანს, ბრიტანული მოდის სახლი Alexander McQueen ჰერცოგინიას ფავორიტია. სწორედ მისი სამოსი აირჩია ქეითმა, Ben Ainslie Racing-ის ვიზიტის დროს 2016 წელს.

Preen by Thornton Bregazzi

 Preen by Thornton Bregazzi

კემბრიჯის ჰერცოგინიამ კანადის მთავრობის სახლში გამართული მიღებისთვის ბრიტანული მოდის სახლის Preen by Thornton Bregazzi წითელი ასიმეტრიული კაბა აარჩია.

Alexander McQueen

Alexander McQueen-

ქეით მიდლტონს ბაკინგემის სასახლეში გამართულ წვეულებაზე Alexander McQueen-ის თეთრი კაბა ემოსა, რომელიც მისთვის სარა ბარტონმა შექმნა. სარა ბარტონი ასევე კემბრიჯის ჰერცოგიანიას საქორწილო კაბის ავტორია.  

ზევით