#ცნობილები #სპორტი #მოდა

კენდალ ჯენერმა დევინ ბუკერთან ურთიერთობა Instagram ოფიციალური გახადა

გაზიარება:

ვალენტინობის დღეს ბევრი სასწაულის მოხდენა შეუძლია, მას იმის ძალაც კი შესწევს, რომ ახალი თუ რამდენიმე თვის განმავლობაში საგულდაგულოდ ფარული ურთიერთობა Instagram ოფიციალური გახადოს. ამერიკელმა სუპერმოდელმა კენდალ ჯენერმა NBA-ის მოთამაშე დევინ ბუკერთან ურთიერთობა დაადასტურა.

კენდალმა Instagram Story-ში დევინთან ერთად გადაღებული თბილი ფოტო დადო, რომელზეც სუპერმოდელი და კალათბურთელი სამზარეულოს მაგიდაზე ჩახუტებულები არიან გამოსახული. ეს პირველი ფოტოსურათი გახლავთ, რომელიც წყვილმა საკუთარი სურვილით განათავსა სოციალურ ქსელში. მალევე, დევინმაც გაგვანებივრა ახალი დეტალებით და კენდალთან ერთად ბუნებაში გადაღებული ვიდეო და შავ-თეთრი ფოტო განათავსა.

კენდალისა და დევინის ურთიერთობა საკმაოდ პრივატულია, მართალია, ისინი პაპრაცების ობიექტივში არა ერთხელ მოხვედრილან, თუმცა რომანის ყოველი დეტალი მაინც გასაიდუმლოებულია. სუპერმოდელს არ უყვარს საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკი, რაც ხშირად ინტერპრეტაციის, მითქმა-მოთქმისა და ჭორების საუკეთესო საბაბი ხდება. სწორედ, ასე იტყობინებოდა დასავლური გამოცემების ნაწილი, რომ კენდალი და დევინი დიდი ხნის წინ დაშორდნენ, თუმცა კენდალისა და დევინის მიერ გამოქვეყნებული ფოტოსურათები, სულ სხვა რამისკენ მიგვითითებენ.

ზევით