#ცნობილები #მუსიკა

ჯენიფერ ლოპესი Allure-ის საიუბილეო გამოცემის გარეკანს ამშვენებს

გაზიარება:

ჯენიფერ ლოპესი Allure-ის საიუბილეო, 30-ე გამოცემის გარეკანის გოგოა, არსებობს კი ქვეყნას რაიმე, რისი კეთებაც ჯეილოს ბრწყინვალედ არ შეუძლია? - ის საოცარი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავეა, ჯენიფერი ანტერპრენერ ქალადაც მოგვევლინა და აღარაფერს ვამბობთ ცნობილი გამოცემების გარეკანის ფოტოებზე, რომლებზეც ლოპესი უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურება.

Allure-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯეილომ ბევრ საინტერესო და პირადულ თემაზე ისაუბრა, მათ შორის რამდენიმე ათწლეულის წარმატებულ კარიერაზე, ფაქტზე, თუ როგორ გაუკაფა გზა განსხვავებული კანის ფერისა და სხეული პროპორციების მქონე ქალებს მუსიკალურ თუ სამსახიობო ინდურსტრიაში და საქმროსთან, ალექს როდრიგესთან ურთიერთობაზეც კი.

მე წარმოვადგენ ლათინოამერიკელებს, ქალებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ასაკშიც კი არ წყვეტენ კაშკაშს და რჩებიან უწინდებურად ძლიერები და პოზიტიურები

დანიელ პერგამენტთან საუბრისას ჯეილომ აღიარა, რომ პანდემიის პერიოდი, მისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა. თუ კი ჯენიფერს თვითიზოლაციის პერიოდში ადამიანებთან ურთიერთობა და ცხოვრების აქტიური ტემპი ენატრებოდა, მისი საქმრო ალექს როდრიგესი ამ  პროცესით სიამოვნებას იღებდა.

მე და ალექსი პანდემიის პერიოდში სამსახურში ერთად დავდიოდით, აგრეთვე ვესწრებოდით წყვილების თერაპიის სეანსს. ვფიქრობ, ამ პერიოდში ჩვენი ურთიერთობისთვის ბევრს ვაკეთებდი.

საიუბილეო გარეკანის ფოტოს დამშვენებისთვის ჯენიფერ ლოპესმა დანიელა მიდენჯის ობიექტივში პიქსის ვარცხნილობა მოირგო და გულშემატკივრები ამ უეცარი ცვლილებით ძალიან გაახარა. მართალია, გარეკანის ფოტოზე ჯეილოს მაღალი ხარისხის პარიკი ამშვენებს, თუმცა მისი ამ სტილის ვარცხნილობაში ხილვა ნამდვილად უცხო და მიმზიდველია.

ფოტოსესიის დანარჩენ ფოტოებში მომღერალი გლამურული სამკაულებითა და ბრილიანტებით შემკული პოზირებს და იმთავითვე საკუთარი ბრენდის J.Lo-ს ტუჩის ბზინვარე გლოსსა და მოცულობით ტუშს გვაცნობს.

 

That JLo Glow 4-Piece Kit

 ყიდვა

ზევით