ქეთა თოფურიამ ახალდაბადებულს ვაჟს ფოტოსესია მოუწყო

სულ რაღაც ერთი თვის წინ, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია დედა, მეორედ გახდა. ქეთას და მის ქმარს ლევ დენგოვს ვაჟი შეეძინათ და მას ადამი დაარქვეს. ახალი წლის პერიოდში მომღერალმა Instagram-ზე,  სულ რამდენიმე ფოტო გაგვიზიარა ახალდაბადებული შვილის, მათ შორის ადამისა და უფროსი დის ოლივიას ემოციური ვიდეოც გახლდათ.

ადამს newborn-ის ფოტოსესია მოვუწყვეთ, თავიდან ძალიან ვღელავდი, თუმცა ამავდროულად მსურდა ამ ჯადოსნური მომენტების აღბეჭდვა

დღეს ქეთა თოფურიამ Instagram გვერდზე გამომწერებს ორი ახალი ფოტოსურათი გაუზიარა და გაუმხილა, რომ ადამს პირველი ფოტოსესია მოუწყო. რუსეთში მოღვაწე მომღერალმა ისიც გაამხილა, რომ ამ ფოტოსესიისა და ადამის რეაქციის გამო ძალიან ღელავდა, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ერთ-ერთ ფოტოსურათზე ქეთა ოლივია და ადამი არიან გამოსახული, დედა და უფროსი და დიდი სიყვარულით დასცქერიან ახალდაბადებულ ბიჭს. მეორე ფოტოზე კი ადამის მხოლოდ ფეხებია აღბეჭდილი. როგორც ჩანს, ქეთა თოფურიას არ სურს ჯერჯერობით ვაჟის სახის გამოჩენა და ამ ფოტოებსაც საოჯახო ალბომისთვის აგროვებს.

 

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ჯგუფ A Studio-ს სოლისტი გახლავთ. ქეთამ საკუთარი თავის დამკვიდრება რუსულ შოუბიზნესში მარტივად მოახერხა და მალევე იქცა ტაბლოიდების საყვარელ პერსონად. ქეთას, პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ოლივია ჰყავს, მომღერლის ახალი რჩეული, დიპლომატი ლევ დენგოვია. წყვილმა 2020 წლის 20 ნოემბერს იქორწინა, სულ მალე კი მათ ოჯახს ადამი შეემატა.

ზევით