#სილამაზე

„კიკო მილანოს“ პირველი ოფიციალური მაღაზია ისთ ფოინთში გაიხსნა

გაზიარება:

ინდივიდუალურ სტილს ყოველთვის აქვს საკუთარი ხელწერა, რომელიც სხვას არ ჰგავს, ჩვენი სტილისა და გემოვნების დემონსტრირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი ჩვენეული მაკიაჟის ტარებაა, რომელიც ხშირად ფერად ტუშებს, ლაინერებსა და თვალის ჩრდილებს მოიაზრებს და ძალიან ცოტა გვაგონდება იმაზე ხარისხიანი და რაც მთავარია ბიუჯეტური პროდუქტები ერთ სივრცეში, როგორც ეს „კიკო მილანოშია“.

რამდენიმედღიანი ლოდინი, რომელიც საუკუნედ გვეჩვენებოდა პროდუქტის გამოწერიდან - მიღებამდე დასრულდა და „კიკო მილანოს“ პირველი ოფიციალური მაღაზია ისთ ფოინთში, 29 მაისს, გაიხსნა. გახსნის ცერემონიას მისულ საზოგადოებასთან ერთად საპატიო სტუმარი, იტალიის ელჩი საქართველოში ბ-ნი ენრიკო ვალვოც ესწრებოდა.

მსოფლიოს მილიონი ქალბატონის, სელებრითების, ინფლუენსერებისა და მაკიაჟის არტისტების საყვარელი იტალიური კოსმეტიკური ბრენდი „კიკო მილანო“, უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია

თუ გსურთ ახალი ტენდენციების აღმოჩენა, დეკორატიული კოსმეტიკის იდეალური პროდუქტის შერჩევა თქვენი ყოველდღიურობის ან განსაკუთრებული Instagram ლუქისთვის, კიკო მილანო გამორჩეულ არჩევანს, ფერთა მრავალფეროვან პალიტრას და დაუვიწყარ გამოცდილებას შემოგთავაზებთ. 

„კიკო მილანო“ საქართველოში ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი - მაღაზიებში დაგხვდებათ 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი: კლასიკური მოდელებიდან ცნობილი ტუჩსაცხების დიდი პალიტრა, Unlimited Foundation SPF 15 და თვალის ლაინერები, რევოლუციური თვალის ტუში და ჩრდილების 65 ფერის გამა, ამასთან ერთად, მაღაზიებში წარმოდგენილი იქნება სეზონური სიახლეები და ლიმიტირებული კოლექციებიც კი.

იტალიური ბრენდის პროდუქცია დამზადებულია იტალიაში უახლესი ტექნოლოგიისა და გამორჩეული შემოქმედებითი მიდგომის გამოყენებით. 

„კიკო მილანო“ 1997 წელს სტეფანო პერკასისა და მისი მამის, ანტონიო პერკასის მიერ დაარსდა. მას შემდეგ ბრენდმა ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა კოსმეტიკის საცალო ვაჭრობის სფეროში.  „კიკო“ უსწრაფესად ახდენს მოდის ახალი ტენდენციების იდენტიფიცირებას და ხელმისაწვდომს ხდის მათ მსოფლიოს  მრავალ ბაზარზე, ამ ეტაპზე ბრენდს 900 ზე მეტი მაღაზია აქვს 30 ქვეყანაში, სულ მალე მათ საქართველოში მდებარე ახალი მაღაზიებიც შეუერთდება. 

ზევით