Killing Eve 2022 წელს მე-4 სეზონით დასრულდება - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

გაზიარება:

ყველასათვის საყვარელი თრილერის ჟანრის გახმაურებული ტელესერიალი Killing Eve 2022 წელს უკანასკნელი სეზონით დაგვიბრუნდება. ევასა და ვილანელის ხმაურიანი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფაქტი, უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ გულის სიღრმეში ყველანი მადლობელი ვართ შემოქმედებითი გუნდის, რომ ჩვენი ფავორიტი შოუ თამასის დაგდების გარეშე დასრულდება.

თუმცა მანამდე წინ მთელი სეზონი, 8 ეპიზოდი და ინტრიგებითა და თავგადასავლებით სავსე მე-4 ნაწილი გველოდება.

მე-4 სეზონის პრემიერა 2022 წელს შედგება

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის ოფიციალურ თარიღი ჩვენთვის ჯერაც უცნობია, თუმცა იმის თქმა მაინც შეგვიძლია, რომ Killing Eve-ის ახალ 8 ეპიზოდს მომდევნო წელს ვიხილავთ. გადაღებები, დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ამ წლის ზაფხულში დაიწყება.

ამ დრომდე Killing Eve-ის სამივე სეზონის პრემიერა აპრილის თვეში შედგა, საინტერესოა სერიალის ტრადიცია ბოლო სეზონის შემთხვევაშიც თუ განმეორდება.

სანდრა ო და ჯოდი კომერი ეკრანებზე ბრუნდებიან

Killing Eve-ის წარმოდგენა მისი მთავარი ვარსკვლავების, სანდრა ოსა და ჯოდი კომერის გარეშე ჩვენთვის შეუძლებელია, რა თქმა უნდა ევა და ვილანელი მე-4 სეზონში ეკრანებს კვლავ დაუბრუნდებიან. საინტერესოა, როგორ განვითარდება ამ ორი უნიკალური პერსონაჟის ჩახლართული ურთიერთობა, თუ კი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მე-3 სეზონის დასასრულს, მათ სხვადასხვა გზებით წასვლა გადაწყვიტეს.

Killing Eve ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოცდილებაა და ერთი სული მაქვს ევას დიდებულ გონებას როდის დავუბრუნდები

მოსალოდნელი სპინოფები

რა თქმა უნდა, სერიალის დასასრული, თითოეულის ისტორიით არ მთავრდება, AMC Networks და Sid Gentle Films სპინოფების შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ და პოტენციურ ვარიანტებზეც მუშაობენ.

ახალ სეზონზე კვლავ ქალი მწერალი იმუშავებს

Killing Eve არის შოუ, რომელსაც ქალები ქმნიან და ეს ტრადიცია უკანასკნელ სეზონშიც გაგრძელდება. პირველი სეზონის სცენარი გენიალურ ფიბი უოლერ-ბრიჯს ეკუთვნის, მეორე ნაწილზე ემერალდ ფენელმა იმუშავა, მესამე სეზონის უკან კი სიუზან ჰეატქოუთი იდგა. რაც შეეხება, ახალ და სერიალის უკანასკნელ სერიებს, მათ სცენარისტად ლორა ნილი მოგვევლინება, რომელსაც Netflix-ის ცნობილი სერიალის Sex Education-დან ვიცნობთ.

ფინალური სეზონის პროდიუსერები კი ფიბი უოლერ-ბრიჯი, სანდრა ო, სალი ვუდვარდ ჯენთლი, ლი მორისი, ჯინა მინგაჩი და დეიმონ თომასიც არიან.

ზევით