კიმ კარდაშიანმა ქართული ბრენდის MACH & MACH-ის ფეხსაცმელები მოირგო

პოპულარული ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა საკუთარ Instagram Story-ში საყვარელი ბრენდების პროდუქტების ფოტოები გაგვიზიარა, რომელთა შორისაც ქართველი დიზაინერების ფეხსაცმელიც მოხვდა. ბრენდ MACH & MACH-ის მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი, რომელსაც მბზინავი ბანტი და თვალისმომჭრელი ძვირფასი ქვები ამშვენებს, კიმის რჩეულ ნივთებს შორის მოხვდა და წარმოიდგინეთ, რომ ის კიმი 205 მილიონმა გამომწერმაც იხილა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by MACH & MACH (@machandmach)

უკვე რამდენიმე წელია, დიზაინერებისა და დების, გვანცა და ნინო მაჭარაშვილების ბრენდი MACH & MACH-ი მსოფლიო დონის ვარსკვლავების ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ქართული ბრენდის კოსტუმში გამოწყობილმა ქეთი პერიმ, მუსიკალური ტურნე გახსნა, კაილი ჯენრემა და ჯიჯი ჰადიდმა MACH & MACH-ის სამოსში ნიუ-იორკის ქუჩებში გაიბრწყინეს, ქართული ბრენდის პროდუქცია თავად Vogue-ს ფურცლებზეც კი მოხვდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by MACH & MACH (@machandmach) 

კიმ კარდაშიანის რჩეული ფეხსაცმელების შეძენა, როგორც MACH & MACH-ის შოურუმში, აგრეთვე ონლაინ საიტებზეც შეგიძლიათ.

 

Crystal-Embellished Satin Pumps

ყიდვა 

ზევით