კიტ ჰატინგტონი და როუზ ლესლი მშობლები გახდნენ

გუშინ საღამოს, ცნობილი გახდა, რომ Game of Thrones-ის მსახიობები, კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მშობლები გახდნენ. წყვილს პირველი საერთო შვილი შეეძნა. თავდაპირველად სიახლე წყვილის პრეს სამსახურის წარმომადგენელმა გაავრცელა, მოგვიანებით კი პაპარაცებმა კიტი და როუზი, პატარასთან ერთად ლონდონის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს. ჯერჯერობით, ახალბედა მშობლებს პატარის არც სახელი და არც სქესი არ გაუმხელიათ.

შეგახსენებთ, რომ ყველა დროის, ყველაზე პოპულარულ სერიალში, კიტ ჰარინგტონი ბუში ჯონ სნოუს როლს ასრულებდა, როუზ ლესლი კი იგრიტის. მართალია, სერიალში წყვილის ურთიერთობა ტრაგიკულად დასრულდა, თუმცა მათი სიყვარული რეალურ ცხოვრებაში გაგრძელდა. 

კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ სამომავლო გეგმებზე პირველად გამოცემა The Times-თან ისაუბრეს. 2018 წელს წყვილმა ულამაზეს შოტლანდიურ ეკლესიაში გაცვალა სიყვარულისა და ერთგულების ფიცი. თვალისმომჭრელმა პატარძალმა Elie Saab-ის სადედოფლო კაბა მოირგო, კიტი კი სმოკინგში გახლდათ გამოწყობილი. Game of Thrones-ის საეკრანო სიყვარულის რეალურ ცხოვრებაში გაგრძელების მოწმენი, სამსახიობო გუნდის წევრები უცილობლად გახდნენ.

ზევით