#ცნობილები #მოდა

მასტერკლასი ანუკი არეშიძისგან: სპორტული და კლასიკური სტილის კომბინაცია

გაზიარება:

ცნობილი ქართველი მოდელი, დიზაინერი და ოთხი შვილის დედა, ანუკი არეშიძე, ინფლუენსერის მოვალეობასაც წარმატებულად ასრულებს. Instagram-ზე 637 ათასი გამომწერით, ანუკი ხშირად ხდება ჩვენი შთაგონების წყარო და დროდადრო მისგან სტილის, საკმაოდ მარტივ და თანამედროვე გაკვეთილებსაც ვიღებთ. 

მიუხედავად იმისა, რომ ანუკის სტილი მკაცრად კლასიკურთან და საოცრად ფემინურთან ასოცირდება, დიზაინერი სპორტული სტილის მოყვარულიც გახლავთ. IT გოგოს Instagram გვერდზე აუცილებლად შეხვდებით წამყვანი ბრენდების უახლეს მოდელებს, რომლებსაც ანუკი საოცარი სიზუსტით უხამებს კლასიკურ სტილს.

რამდენიმე თვის წინ, ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში ფოტოსურათი გაგვიზიარა, რომელშიც New Balance-ის ტრენდული ქვიშისფერი მოდელი, ღია ცისფერ ტყავის შარვალს შეუხამა. New Balance-ის კიდევ ერთი მოდელი Casablanca, რამდენიმე დღის წინ ანუკიმ ქანიე უესტის ლურჯ ორეულთან ერთად მოირგო.

სპორტული და კლასიკური სტილის კომბინაციას ზუსტი მითითებები არ სჭირდება, ანუკი არეშიძის სტილის შთაგონებით შეგვიძლია ოვერსაიზ ორეულს ნებისმიერი სტილის სპორტული ფეხსაცმელი შევუხამოთ, რა თქმა უნდა ჩვენი გემოვნებისა და სტილის გათვალისწინებით. 

წარმოგიდგენთ, რამდენიმე რჩეულ სპორტულ ფეხსაცმელს ანუკი არეშიძის გარდერობიდან:

 

 

New Balance MR530SH Ivory Shoes

ყიდვა 

 

 

Nike Air Max 97

ყიდვა 

 

 

 New Balance 327

ყიდვა

ზევით