#ცნობილები #სილამაზე

კრის ჯენერი საკუთარი კოსმეტიკური ხაზის გამოშვებას გეგმავს

გაზიარება:

კარდაშიან-ჯენერების კლანის მთავარი წარმომადგენელი, 65 წლის კრის ჯენერი, ქალიშვილების კაილისა და კიმის გზას მიჰყვება და თავადაც კოსმეტიკური ხაზის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას, დასავლური გამოცემა TMZ ავრცელებს, მათივე ცნობით კრისმა უკვე მოაწერა ხელი მთავარ დოკუმენტებს და ის Kris Jenner Beauty-ს, Kris Jenner Skin-სა და Kris Jenner Skincare-ის გამოუშვებს.

კრის ჯენერის კოსმეტიკურ ხაზში უპირობოდ ვიხილავთ თავის მოვლის საშუალებებს, სუნამოებს, კოსმეტიკას, დასაკრავ წამწამებს, ფრჩხილებსა და თმის მოვლის პროდუქტებსაც კი.

რასაკვირველია, კრის ჯენერისთვის სილამაზის ინდუსტრია ახალი ხილი სულაც არ არის. ის აქტიურად იყო ქალიშვილის კაილი ჯენერის - Kylie Cosmetics-ის შექმნის, შემდეგ კი მისი პოპულარიზაციის საქმეში. რაც შეეხება კიმ კარდაშიანს, მას საქმის დამოუკიდებლად კეთება უყვარს, თუმცა კრისი რისი კრისია, საკუთარი აზრი რომ არ გამოხატოს და ირიბად კიმის ბიზნესის მართვასაც არ მიჰყოს ხელი.

კრის ჯენერის ამ წამოწყებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთნი ირწმუნებიან, რომ სამყაროს ამდენი სელებრითული კოსმეტიკური ხაზი არ სჭირდება და ის უბრალოდ ფულის უაზროდ ფლანგვაა, მეორე მხარე კი მოხარულია სიახლით და რაც შეიძლება მალე ელოდება კრისის წამოწყების ხილვას.

ზევით