#ცნობილები #სამეფო ოჯახი #კინო

კრისტენ სტიუარტის კიდევ ერთი იდეალური გარდასახვა პრინცესა დიანად #Spencer

გაზიარება:

როდესაც გავრცელდა სიახლე, იმის შესახებ, რომ კრისტენ სტიუარტი ყველა დროის ყველაზე საყვარელი პრინცესას - დიანას როლს მოირგებდა, იშვიათად თუ მოისმენდით დადებით შეფასებებს, კრისტენს არავინ აღიქვამდა სერიოზულად ლედი დის როლისთვის. თუმცა როგორც კი გადასაღებ მოედნიდან პირველი კადრები გავრცელდა და ყველამ იხილა თუ რამდენად ჰგავს კრისტენი - დიანას, ეკრანიზაციის მიმართ ინტერესმა იმატა.

მართლაც, პაბლო ლარანის ფილმ Spencer-ში თითოეული დეტალი, საოცარი სიზუსტითაა გაცოცხლებული და მიმსგავსებული, მათ შორის პრინცესა დიანას თმის სტილი, ჩაცმულობა, სტილის დეტალები და ღიმილიც კი. გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ ახალ ფოტოსურათში, კრისტენს plaid მოსაცმელი, 80-იანების მარგალიტები, თეთრი მაღალყელიანი სვიტრი და პრინცესა დიანას საფირონის ნიშნობის ბეჭედი ამშვენებს.

პრინცესა დიანას ნიშნობის ბეჭედი კრისტენის ხელზე, ორიგინალის იდეალურ რეპლიკას წარმოადგენს, იმავეს თქმა შეგვიძლია სტიუარტის ჩაცმულობაზეც, რომელიც ლედი დის 1989 წლის იანვრის ლუქის ზუსტი ასლია.

ფილმი ლედი დის ცხოვრებიდან ერთი კონკრეტული უიქენდის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც უელსის პრინცესამ შობის დღესასწაული სამეფო ოჯახთან ერთად, სანდრინგჰემის მამულში გაატარა და პრინც ჩარლზთან ქორწინების დასრულება გადაწყვიტა. გადაღებები გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობა, ფილმის გამოსვლის თარიღად 2021 წლის ბოლო მოისაზრება. 

ზევით