#ცნობილები #სამეფო ოჯახი #მოდა

ლედი კიტი სპენსერის ჯადოსნური Dolce & Gabbana-ს საპატარძლო კაბა და ქორწილი

გაზიარება:

გასულ კვირას, ჩარლზ სპენსერის უფროსი ქალიშვილი, გარდაცვლილი პრინცესა დიანას ძმისშვილი, ლედი კიტი სპენსერი დაქორწინდა, მისი რჩეული 62 წლის სამხრეთ აფრიკელი მილიარდერი მაიკლ ლუისი გახლავთ. მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, კიტიმ და მაიკლმა გრანდიოზული ქორწილის გამართვა გადაწყვიტეს, დიდებული საპატარძლო კაბით დაწყებული - განსაკუთრებული სტუმრებით დამთავრებული.

საქორწინო ცერემონია იტალიაში, რომის მახლობლად ვილა ალდო ბრანდინიში გაიმართა, ცერემონია ზუსტად 18 საათზე დაიწყო და ორი შეყვარებული ადამიანის სიყვარულის დღესასწაულზე მისულ სტუმრებს პატარძლის დიდებული კაბის ხილვის შესაძლებლობაც  მიეცათ. გრაციოზული სადედოფლო კაბა Dolce & Gabbana-ს ეკუთვნის, ბრენდს, რომელსაც კიტი სპენსერი უკვე წლებია წარადგენს და რომელმაც ეს კაბა სპეციალურად მისთვის შექმნა.

საქორწინო ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მომღერალი პიკსი ლოტი, მოდელი და ბიზნესვუმენი მეი მასკი, მარკ-ფრენსის ვენდელი, კიტის დები - ელიზა და ამელია სპენსერები და სხვები.

Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს განყოფილებამ ლედი კიტი სპენსერის საპატარძლო კაბის შექმნა საკუთარ თავზე აიღო და Haute Couture სილუეტის შექმნას მთელი 6 თვე მოანდომა. შედეგად პატარძალმა უნაკლოდ ელეგანტური კაბა მიიღო, ყვავილების მაქმანებით, დახურული ყელით, მაღალი მხრებით, გამოყვანილი წელითა და უზარმაზარი ვუალათი.

ლედი კიტი სპენსერის კაბის ხილვისთანავე საზოგადოებამ ის პრინცესა დიანას საკულტო საპატარძლო კაბას მიამსგავსა და საყვარელი მამიდის ხსოვნისადმი მიძღვნილი შტრიხებიც დაინახა

ზევით