#ცნობილები

ლეტიცია კასტა და ლუი გარელი შვილს ელოდებიან

გაზიარება:

ფრანგული კინოს ვარსკვლავები ლეტიცია კასტა და ლუი გარელი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. დასავლურმა ტაბლოიდებმა უკვე გაავრცელეს ლეტიციას პაპარაცული ფოტოები, რომელშიც 42 წლის ტოპ მოდელისა და მსახიობის წამოზრდილი მუცელი ჩანს. კასტასთვის ეს რიგით მეოთხე შვილი იქნება, წინა ქორწინებებიდან ლეტიციას 19 წლის სატინი, 14 წლის ორლანდო და 11 წლის აფინა ჰყავს.

leticia casta lui ლეტიცია კასტა და ლუი გარელი 01.02.2021
ლეტიცია კასტა და ლუი გარელი ფრანგული ჟურნალის გარეკანზე

ლეტიცია კასტამ და ლუი გარელმა 2017 წელს, რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ საიდუმლოდ კუნძულ კორსიკაზე, ლუმიოს სანაპიროზე იქორწინეს. საგულისხმოა, რომ სწორედ ლუმიოზე გაატარა ლეტიციამ ბავშვობის წლები და დღემდე ხშირად სტუმრობს ამ ადგილს.

ქორწინების ცერემონია მოკრძალებული აღმოჩნდა, მას წყვილის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. კარჩაკეტილი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, წყვილმა ქორწინების შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაამხილა. ახლა ლეტიცია და ლუი ცხოვრებაში ახალი ეტაპისთვის ემზადებიან.

ზევით