#ცნობილები

ლინდა ევანგელისტას პირველი სამოდელო კამპანია წარუმატებელი პლასტიკური ჩარევის შემდეგ

გაზიარება:

„დამალვით დავიღალე“ მოდის საკულტო ფიგურამ და 90-იანი წლების ყველაზე გამორჩეული სახემ ლინდა ევანგელისტამ დუმილი თებერვალში დაარღვია და იმ წარუმატებელი კოსტმეტიკური პროცედურის შესახებ ხმამაღლა ისაუბრა, რომლის გამოც ლინდას ცხოვრება ნამდვილ ღამის კოშმარად იქცა. 

წლების განმავლობაში მალვისა და ჩრდილში ყოფნის შემდეგ, ლინდა ევანგელისტა პირველად დათანხმდა სამოდელო სამუშაოს და Fendi-ს ჩანთის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ლინდამ ფოტო სოციალურ ქსელშიც გაგვიზიარა და გვაცნობა, რომ 2022 წლის 9 სექტემბერს, მოდის სახლი საკულტო ჩანთის #FendiBaguette-ის 25-ე საიუბილეო წელს გრანდიოზულად აღნიშნავს.

2015 წელს ლინდა ევანგელისტამ გადაწყვიტა ლიპოსაქციის არაინვაზიური მეთოდისთვის მიემართა და სხეული ფორმაში FDA-ს „ცხიმების გაყინვის პროცედურით“ ჩაეყენებინა, თუმცა პროცედურას გეგმის მიხედვით სულაც არ ჩაუვლია. პროცედურიდან სამი თვის შემდეგ ევანჯელისტამ შენიშნა, რომ ნიკაპთან, ბარძაყებთან და მკერდთან კანი უცნაურად ჰქონდა ზომაში გაზრდილი,  რომლებიც სულ უფრო იზრდებოდა და მკვრივდებოდა.

მას პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზიის დიაგნოზი (PAH) დაუსვეს. PAH არის იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც პაციენტების 1%-ზე ნაკლებში იწვევს გაყინული ცხიმოვანი სხეულის გასქელებას და გაფართოებას, ყველაზე დიდი პრობლემა კი ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ სახეცვლილი სხეული ლიპოსაქციას აღარ ექვემდებარება.

ზევით