ბუნების სილამაზე და ჰარმონია: მატილდა გვარლიანის ახალი ვიდეო Instagram-ზე

არაფერი ისე არ გვენატრება პანდემიის პირობებში, როგორც ბუნებაში გაჭრა და თავისუფლებით ტკბობა. ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა ეს მონატრება კიდევ უფრო გაგვიმძაფრა, როდესაც საკუთარ Instagram გვერდზე ძველი ვიდეო გამოაქვეყნა.

სულ რამდენიმეწამიან ვიდეოში, ბიკინიში გამოწყობილი მატილდა ცხენზე შემომჯდარი ნებივრობს და ვიდეოს ბოლოს ულამაზეს ცხოველსაც ესიყვარულება. ახალგაზრდა ქართველი მოდელი ცხოველების სიყვარულით გამოირჩევა და ამას საჯაროდაც ყოველთვის გამოხატავს. მის პირად გვერდზე ხშირად შეხვდებით მატილდას ფოტოებს ცხენებთან, გოჭებთან და ზოგჯერ გველებთანაც კი.

მატილდა მარიამ გვარლიანი, ქართულ მოდის სამყაროში 2018 წელს გამოჩნდა და უმალვე Mercedes Benz-ის მოდის კვირეულის აღმოჩენად იქცა. მოგვიანებით, მატილდამ მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ, Dolce & Gabbana-ს ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა. დღეს ქართველი მოდელი ქართულ, ესპანურ და გერმანულ სააგენტოებთან თანამშრომლობს და ხშირად ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებშიც გვხვდება.

ზევით