მეგან მარკლის მოულოდნელი გამოჩენა Oscar de la Renta-ს კაბაში

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია, მეორე შვილის მოლოდინის სასიხარულო ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Spotify-ს ღონისძიების Spotify Stream On-ის წევრები გახდნენ და ვიდეორგოლში რამდენიმე წამით გამოჩდნენ.

კალიფორნიაში, საკუთარ სახლში მოკალათებულმა მეგან მარკლმა Oscar de la Renta-ს ლიმონების პრინტიანი კაბა მოირგო, ამ შტატში მათი გადასვლის უპირატესობა ის გახლავთ, რომ სასექსის ჰერცოგინია ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვიხილოთ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებით შემოსილი. რაც შეეხება პრინც ჰარის, მან არჩევანი კლასიკურ სტილზე - თეთრ პერანგსა და შავ შარვალზე შეაჩერა.

ჩვენ პოდკასტს, იმ მძლავრი კომუნიკაციისთვის ვიყენებთ, რომელსაც შეუძლია შთაგაგონოს, გამოგიწვიოს და გასწავლოს კიდეც.

პრინცმა ჰარიმ და მეგანმა ვიდეორგოლში მათი პირველი საერთო პოდკასტის Archewell Audio-ს შესახებაც ისაუბრეს, რომელიც პირველად 2020 წლის დეკემბერში გადაიცა და რომელიც სასექსის ჰერცოგების პირად გამოცდილებებსა და შეხედულებებზე საჯაროდ ისაუბრეს.

 

Citrus Primavera Peplum Hem Dress

ყიდვა 

ზევით