#ცნობილები #სამეფო ოჯახი

მეგან მარკლმა ტაბლოიდების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

გაზიარება:

მეგან მარკლის სასამართლო დავა The Mail on Sunday-ს წინააღმდეგ, სასექსის ჰერცოგინიას გამარჯვებით დასრულდა. სულ რამდენიმე დღის წინ, გამოცემის წინააღმდეგ, გადამწყვეტი სასამართლო პროცესის მოსმენა გაიმართა. მეგან მარკლი ორი წლის განმავლობაში ედავებოდა ტაბლოიდებს, მისი და მამამისის ტომასის პირადი მიმოწერის გასაჯაროების თაობაზე. ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, მეგანმა საკუთარი სიმართლე და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ქონა დაამტკიცა.

მოსარჩელეს, ჰქონდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს წერილი კონფიდენციალური დარჩებოდა, The Mail on Sunday-ს სტატიები კი ეწინააღმდეგებოდა ამ ვარაუდებს

- განაცხადა საქმის მოსამართლემ, რომლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან გამოცემის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება სასექსის ჰერცოგინიას, მან გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მადლობას უხდის მოსამართლეს, მეუღლეს, დედას და იურისტების მთელ ჯგუფსმ რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ:

"ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, მადლობელი ვარ მოსამართლის, რომელმაც Associated Newspapers და The Mail on Sunday, თავიანთი უკანონო ქმედების გამო პასუხისგებაში მისცა. ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ შედეგებს გარეშე, მათთვის ხომ ეს უბრალოდ თამაშს ჰგავს.

სამყაროს სჭირდება სანდო და მაღალი ხარისხის ახალი ამბები, რომლებიც, პირველ ყოვლისა, ფაქტებზე იქნება დამყარებული"

საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ რამდენიმე თვის წინ ფაქტები, მეგან მარკლის წინააღმდეგ მიუთითებდნენ. ბრალდებულის ადვოკატებმა დაამტკიცეს, რომ წერილი სულაც არ იყო იმდენად პირადული, რამდენადაც ამას სასექსის ჰერცოგინია აცხადებდა. აღმოჩნდა, რომ წერილის წერის პროცესში მეგანს თან სამეფო კარის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, სწორედ ამიტომ ის ვერ იქნებოდა მეგანის ინტელექტუალური საკუთრება. მოგვიანებით ჰერცოგინიას იურისტებმა საკუთარ ბრალდებებში ცვლილებები შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ პირველი სასამართლო მოსმენის შემდეგ, მეგან მარკლმა ტაბლოიდების წინააღმდეგ ბრძოლა წააგო და სასექსის ჰერცოგინიას 67 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდა დაეკისრა. თუმცა, მეგანმა, ხელის ჩაქნევის ნაცვლად, მთავარი მბრალმდებელი იურისტი შეცვალა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ორი წელი მოანდომა.

ზევით