მეგანი და პრინცი ჰარი ექსკლუზიურ ინტერვიუს ოპრა უინფრის მისცემენ - რას უნდა ველოდეთ?

სულ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეორე შვილს ელოდებიან. მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ეს სიახლე ულამაზესი შავ-თეთრი პორტრეტის საშუალებით შეგვატყობინეს და ამ ჟესტით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ მეგანი და ჰარი, ისინი სამეფო ოჯახის წევრებად ყოველთვის დარჩებიან. 

მეორე შვილის მოლოდინში, სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას კომენტარი არ გაუკეთებიათ, აღმოჩნდა, რომ ისინი ამ სასიამოვნო თემაზე და პირადი ცხოვრების სხვა დეტალებზეც უფრო ვრცლად აპირებენ საუბარს, ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა კი ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვანთან ოპრა უინფრისთან განიზრახეს.

როგორც, დასავლური გამოცემა People იტყობინება, საათნახევრიანი ინტერვიუ CBS-ის ეთერში, 7 მარტს გავა და ინტერვიუს მთავარ გმირად მეგან მარკლი მოგვევლინება. მოსალოდნელია, რომ სასექსის ჰერცოგინია დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გატარებულ პერიოდზე, ქორწინებაზე, დედობასა და ქველმოქმედებაზე ისაუბრებს. მოგვიანებით მეგანს, პრინცი ჰარიც შეუერთდება და ორივე ერთად ოპრას მომავალი შვილის სახელსაც კი გაუმხელენ.

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გამომდინარე, ცოტა უცნაური და მოულოდნელიც კია, ამდენ თემაზე საუბარი საჯაროდ რომ გადაწყვიტეს, თუმცა თუ კი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოპრა უინფრი სასექსის ჰერცოგების მეზობელი, მეგანის ახლო მეგობარი და მათი სამეფო ქორწილის სტუმარიც კი გახლდათ, მაშინ ყველაფერი გასაგები ხდება.

ზევით