The Diary გოგოებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს!

Thediary-ისთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტი რუბრიკა GOGO! გახლავთ, რომელიც ანტერპრენერ ქალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან. ქალი ძლიერი, შეუპოვარი და მიზანდასახული არსებაა, რომელსაც ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა და მიზნისკენ უკან მოუხედავად სწრაფვა შეუძლია. სულ რაღაც 50 წლის წინ ქალი ანტერპრენერის იდეა შეუძლებელიც კი იყო, მაგრამ დღეს, ქალი ბიზნესის სათავეში სასიამოვნო რეალობაა. The Diary ქალ ანტერპენერებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის პრო-ბონოდ, ანუ უსასყიდლოდ დაუთმოს საკუთარი პლატფორმა მათ ბიზნესებს. 

The Diary-ს დამფუძნებლებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ქალის მიერ დაწყებული საქმე, სწორედ ამიტომ მეწარმეთა ასოციაციასა და The Diary-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ქალების ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით. 

 

ზევით