#ცნობილები

მერლინ მენსონი SEX სკანდალში ეხვევა - ევან რეიჩელ ვუდი საჯაროდ ალაპარაკდა

გაზიარება:

Westworld-ის მსახიობი - ევან რეიჩელ ვუდი ყოფილი შეყვარებულისგან მორალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ალაპარაკდა. ვუდის თქმით ის მერლინ მენსონის მსხვერპლი ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გახდა. ამის შესახებ რეიჩელმა პოსტი ინსტაგრამზე 1 თებერვალს გამოაქვეყნა.

საზოგადოებამ მსახიობისა და მომღერლის ურთიერთობის შესახებ 2007 წელს შეიტყო. მაშინ ვუდი 20 წლის გახლდათ, თუმცა წყვილის ურთიერთობა რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, როდესაც მსახიობი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო.

მერლინ მენსონი და ევან რეიჩელ ვუდი merilyn manson evan rachel wood
მერლინ მენსონი და ევან რეიჩელ ვუდი ერთმანეთს სავარაუდოდ 5 წელი ხვდებოდნენ

წყვილი 2010 წელს დაინიშნა კიდეც, მაგრამ ნიშნობიდან 7 თვეში ერთმანეთს დაშორდა. მსახიობის თქმით, მენსონი მას ტვინს ურევდა, ხოლო თინეიჯერი გოგონას მოტყუება და შემდეგ დაშანტაჟება მარტივი გახლდათ.

ამ მოძალადის სახელია ბრაიან ვორნერი. მას საზოგადოება მერლინ მენსონის სახელით იცნობს. ვწერ იმიტომ, რომ საშიში ადამიანი გამოვავლინო მანამ, სანამ ის სხვა გოგონების ცხოვრებასაც დაანგრევს.

2016 წელს რეიჩელმა ერთ-ერთ გამოცემას ტრავმატული გამოცდილების შესახებ უამბო და გამოტყდა, რომ ის წარსულში ორჯერ გააუპატიურეს, ერთხელ შეყვარებულმა, მეორედ კი ბარის მეპატრონემ. მსახიობმა 2018 წელს სასამართლოში ჩვენებაც მისცა. ევან რეიჩელ ვუდის პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მუსიკოსის მხრიდან ძალადობის შესახებ კიდევ 4 ქალი ალაპარაკდა.

მერლინ მენსონი რეიჩელ ვუდი marilyn rachel wood ძალადობა
ევან რეიჩელ ვუდმა მენსონთან ურთიერთობა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში დაიწყო

რაც შეეხება მერლინ მენსონს, მისი წარმომადგენლობა ვუდის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. 2020 წლის ბოლოს მუსიკოსმა ჟურნალისტს ტელეფონი გაუთიშა, როდესაც ინტერვიუერი შეკითხვის დასმას ვუდთან ურთიერთობის შესახებ შეეცადა. რაც შეეხება 52 წლის მენსონის პირად ცხოვრებას, მუსიკოსმა 2020 წლის ოქტომბერში ყველასგან უჩუმრად ლინდსი უსიჩზე იქორწინა.

ზევით